logo2
logo2
logo2
არქივი
« თებერვალი 2019 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28
მიროსლავ ლაიჩაკი საქართველოში მიმდინარე რეფორმებს მაღალ შეფასებას აძლევს
მიროსლავ ლაიჩაკი საქართველოში მიმდინარე რეფორმებს მაღალ შეფასებას აძლევს
12:45 11.02.2019
ეუთო-ს მოქმედი თავმჯდომარე, სლოვაკეთის რესპუბლიკის საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრი, მიროსლავ ლაიჩაკი დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარების , ეკონომიკისა და ბიზნესის წახალისების მიმართულებით საქართველოში მიმდინარე რეფორმებს მაღალ შეფასებას აძლევს და საქართველოს მთავრობას ამ კუთხით მხარდაჭერას უცხადებს - ამის შესახებ მიროსლავ ლაიჩაკმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ, მამუკა ბახტაძესთან შეხვედრისას განაცხადა.

საუბარი შეეხო სლოვაკეთის თავმჯდომარეობის პერიოდში ეუთო-ს დღის წესრიგით გათვალისწინებულ პრიორიტეტებს და სამომავლო გეგმებს. აღინიშნა, რომ სლოვაკეთის თავმჯდომარეობის პირობებში მთავარი ფოკუსი არის კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის ჰუმანიტარული მდგომარეობა და ის საკითხები, რა პრაქტიკული ნაბიჯები შეიძლება გადაიდგას კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის მდგომარეობის გასაუმჯობესებლად.

მთავრობის მეთაურმა ეუთო-ს მოქმედ თავმჯდომარეს მადლობა გადაუხადა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მტკიცე მხარდაჭერისა და საოკუპაციო ხაზზე სტუმრობისთვის, სადაც მინისტრი ლაიჩაკი არსებულ ვითარებას პირადად გაეცნო. პრემიერმა ასევე ისაუბრა საქართველოს მთავრობის სამშვიდობო ინიციატივაზე - „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ", რომელიც კონფლიქტის შედეგად დაშორებულ ხალხს შორის ნდობის აღდგენას ისახავს მიზნად.

შეხვედრაზე ასევე განიხილეს საქართველოსა და სლოვაკეთს შორის ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის საკითხები და უსაფრთხოების, ეკონომიკური, ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის მიმართულებით არსებული კავშირების განვითარების პერსპექტივები.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ინტერვიუ რუსეთში ნატოს ყოფილ წარმომადგენელთან: ტრამპმა მითითება გასცა, რომ ალიანსში საქართველოსა და უკრაინის მიღების მიზნით გამოსავალი იპოვონ
14:19 15.02.2019
ნატოს ექს-წარმომადგენელი რუსეთში ჰარი ტაბახი უკრაინული გამოცემა «Апостроф»-ის კორესპონდენტის ეკატერინე
ინტერვიუ
ინტერვიუ გენერალ ბენ ჰოჯესთან: საქართველოს 20% ოკუპირებულია, მაგრამ ნატოს მისთვის წევრობის შეთავაზებისთვის პრეცედენტი აქვს... და ეს გერმანიაა
13:01 12.02.2019
შავი ზღვის უსაფრთხოება აღმოსავლეთ ევროპის სტაბილურობის ერთ-ერთი საფუძველია. უკრაინაში რუსეთის აგრესიის
ინტერვიუ
ინტერვიუ აზერბაიჯანის ტურიზმის ასოციაციის ხელმძღვანელთან: საქართველოს წარმატება ტურიზმის სფეროში ჩვენთვისაც სასარგებლოა
17:08 03.02.2019
ინტერვიუში აზერბაიჯანის ტურიზმის ასოციაციის თავმჯდომარე ნაჰიდ ბაგიროვი ჟურნალისტ ლეილა მურადს
ინტერვიუ
ინტერვიუ
ინტერვიუ ილჰამ ალიევთან: საქართველოს შავი ზღვის ნავსადგურების ნაცვლად ევროპაში ტვირთების სახმელეთო გზით გაგზავნა უფრო ეკონომიური და სწრაფია
15:09 23.01.2019
აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა, შვეიცარის ქალაქ დავოსში მიმდინარე მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე
ინტერვიუ
ინტერვიუ
ინტერვიუ თეოლოგ გურამ ლურსმანაშვილთან: უკრაინის საკითხი ყველა ავტოკეფალური ეკლესიისთვის ლუსტრაციაა
14:45 25.12.2018
უკრაინაში ახალი ერთიანი მართლმადიდებელი ეკლესიის დაფუძნებისა და კიევისა და
ინტერვიუ
მიხეილ სააკაშვილი ებრაელი და ქართველი „აფერისტების“ შესახებ ისრაელის ტელეარხის ეთერში
11:20 12.12.2018
მიხეილ სააკაშვილი ძალიან ემოციური პიროვნებაა და ხშირად მწვავე გამონათქვამებს უშვებს: მაგალითად, მან