logo2
logo2
logo2
არქივი
« აპრილი 2019 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ირაკლი კობახიძე: „ქართული ოცნების“ დაშლის საფრთხე არ არსებობს
ირაკლი კობახიძე: „ქართული ოცნების“ დაშლის საფრთხე არ არსებობს
11:51 11.02.2019
„თუ ყველა გვერდზე გადადებს სუბიექტურ ინტერესებს, ამ შემთხვევაში ყველაფერი იქნება კარგად” ,- ასე უპასუხა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ კითხვას მმართველ გუნდში დაპირისპირებასთან დაკავშირებით.

ჟურნალისტებთან საუბრისას, პარლამენტის თავმჯდომარემ კიდევ აღნიშნა, რომ მიმდინარეობს მუშაობა მოსამართლეთა შერჩევის პროცედურასა და კრიტერიუმებზე და ეს პროცესი საზოგადოების თვალწინ წარიმართება. მისივე შეფასებით, სასამართლოსთან დაკავშირებული თემით სპეკულირება არასწორია.

„რაც შეეხება, სასამართლოს საკითხს, როგორც მოგეხსენებათ, ჩვენ რამდენიმე დღეში სიის წარმოდგენიდან მივიღეთ გადაწყვეტილება იმის თაობაზე, რომ საგაზაფხულო სესიაზე გადაიდებოდა ამ საკითხის განხილვა. მანამდე დავდეთ პირობა, რომ შემუშავდებოდა პროცედურა, კრიტერიუმები და ამის საფუძველზე იქნებოდა განხილული უკვე ახალი სია, რომელსაც წარმოადგენდა იუსტიციის უმაღლესი საბჭო. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვხედავთ, რომ არის ერთგვარი ქარიშხალი ჭიქაში, არაფერი არ ხდება ცუდი. პირიქით, ყველაფერი წარიმართება კარგად. ვმუშაობთ პროცედურაზე, კრიტერიუმებზე. ამის საფუძველზე იქნება წარმოდგენილი განახლებული სია. ეს ყველაფერი წარიმართება საზოგადოების თვალწინ, დაკვირვების ქვეშ და შესაბამისად, ყველამ მშვიდად უნდა უყუროს პროცესს. ასეთ დროს, ბუნებრივია, არასწორია სპეკულირება იმ თემით, რომელიც უკავშირდება სასამართლოს, იმიტომ, რომ ყველაფერს ვაკეთებთ ისე, როგორც საქმეს სჭირდება“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

კობახიძემ ასევე აღნიშნა, რომ „ქართული ოცნების“ დაშლის საფრთხე არ არსებობს და გუნდი არის ერთიანი.

„ქართული ოცნების“ დაშლის საფრთხე არ არსებობს. ჩვენი გუნდი არის ერთიანი, ეს ცალსახად შეიძლება ითქვას. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ თუ ყველა გადადებს გვერდით სუბიექტურ ინტერესებს, ამ შემთხვევაში ყველა იქნება ერთიანი გუნდის წევრი. გუნდის ერთიანობას, ზოგადად, საფრთხე არ ემუქრება. თუ ვინმე, კონკრეტული ერთი ორი დეპუტატი, სამი დეპუტატი სუბიექტური ინტერესებით იმოქმედებს, ამ შემთხვევაში შეიძლება კონკრეტულ დეპუტატებთან დაკავშირებით წარმოიშვას გარკვეული საკითხები, მაგრამ რაც შეეხება გუნდის ერთიანობას, ამას არანაირი საფრთხე არ ემუქრება”,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

კითხვაზე - ელოდება თუ არა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარის, ეკა ბესელიას მიერ ახალი ფრაქციის შექმნას, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ გუნდი ერთიანობაზე მუშაობს და სწორედ ესაა ამოცანაც.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა
ინტერვიუ
ექსკლუზიური ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: სიტუაცია ძალიან რთულია და სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს დიდი შესაძლებლობები წინ აღვუდგეთ ამ პროცესს
13:15 28.02.2019
ბაქოში მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ინტერვიუ მისცა აზერბაიჯანის სახელმწიფო
ინტერვიუ
ინტერვიუ რუსეთში ნატოს ყოფილ წარმომადგენელთან: ტრამპმა მითითება გასცა, რომ ალიანსში საქართველოსა და უკრაინის მიღების მიზნით გამოსავალი იპოვონ
14:19 15.02.2019
ნატოს ექს-წარმომადგენელი რუსეთში ჰარი ტაბახი უკრაინული გამოცემა «Апостроф»-ის კორესპონდენტის ეკატერინე
ინტერვიუ
ინტერვიუ გენერალ ბენ ჰოჯესთან: საქართველოს 20% ოკუპირებულია, მაგრამ ნატოს მისთვის წევრობის შეთავაზებისთვის პრეცედენტი აქვს... და ეს გერმანიაა
13:01 12.02.2019
შავი ზღვის უსაფრთხოება აღმოსავლეთ ევროპის სტაბილურობის ერთ-ერთი საფუძველია. უკრაინაში რუსეთის აგრესიის