logo2
logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2020 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
დავით ზალკალიანმა ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტი დაასრულა
დავით ზალკალიანმა ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტი დაასრულა
15:41 09.02.2019
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ვიზიტის დასასრულს აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველს ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ფიონა ჰილს შეხვდა.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველო-აშშ-ის სტრატეგიულ პარტნიორობის ყველა ძირითად ასპექტს და კიდევ ერთხელ დაფიქსირდა, რომ შეერთებული შტატებისთვის საქართველო არის სტრატეგიული მხარდამჭერი ყველა საკითხში, რაც აქტუალურია აშშ-ის დღის წესრიგში. ამერიკულმა მხარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა ურყევი მხარდაჭერა საქართველოს ევროპული და ევრო ატლანტიკური ინტეგრაციის კურსისა და სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. შედგა შეთანხმება სტრატეგიული მნიშვნელობის საკითხებზე ერთობლივი მოქმედებების გეგმებზე.

პრეზიდენტის მრჩეველთან შეხვედრისას მხარეებმა თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის საკითხებზე ისაუბრეს. დავით ზალკალიანის თქმით მნიშვნელოვანია, რომ ახალი გლობალური გამოწვევების ფონზე საქართველომ თავისი ადგილი იპოვოს ახალ გეოპოლიტიკურ სურათში და ამ მხრივ აშშ-ის ჩართულობა და მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია. გამოითქვა სურვილი, რომ ახალი რეალობების გათვალისწინებით, ამ სფეროში ამერიკასა და საქართველოს შორის თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდეს.

დავით ზალკალიანისა და ფიონა ჰილის შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებას. მინისტრის განცხადებით საქართველო აქტიურად მუშაობს აშშ-სთან თავისუფალი ვაჭრობის შესაძლებლობაზე და ამ მიმართულებით ქართულ მხარეს უკვე მნიშვნელოვანი სამუშაო აქვს შესრულებული. დავით ზალკალიანის განცხადებით შეხვედრაზე ამერიკული მხარემ დააფიქსირა, რომ შესაძლოა ამ მიმართულებით უახლოეს მომავალში მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგას.

შეგახსენებთ, რომ აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების უმაღლეს წარმომადგენლებს შეხვდა. საუბარი შეეხო საკითხების ფართო სპექტრს და კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ საქართველოს აქვს სრული ორპარტიული მხარდაჭერა, რისი დასტურიცაა რესპუბლიკელი კონგრესმენის ფრენსის რუნის ინიცირებული საქართველოს მხარდამჭერი ახალი რეზოლუცია.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ზაზა აბაშიძე: 2020 წელს დიდი გეგმებით ვხვდებით
16:57 08.01.2020
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, როგორც ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი სამეცნიერო ცენტრი
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა