logo2
logo2
logo2
არქივი
« იანვარი 2020 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
დავით ზალკალიანი ავღანეთის საკითხებზე აშშ-ს წარმომადგენელს შეხვდა
დავით ზალკალიანი ავღანეთის საკითხებზე აშშ-ს წარმომადგენელს შეხვდა
12:00 09.02.2019
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ვაშინგტონში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში აშშ-ს სპეციალურ წარმომადგენელს ავღანეთის საკითხებში ზალმაი ხალიზადს შეხვდა.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად საქართველოს აქტიურ მონაწილეობას ავღანეთში სტაბილურობის უზრუნველსაყოფად. სპეციალურმა წარმომადგენელმა მადლობა გადაუხადა ქართულ მხარეს ნატო-ს სამშვიდობო ოპერაციებში აქტიური მონაწილეობისთვის, და ასევე იმ პრაქტიკული და პოლიტიკური მხარდაჭერისთვის, რასაც საქართველო გამოხატავს ავღანეთში ვითარების დარეგულირებისა და ქვეყნის მშვიდობიანი განვითარებისთვის.

საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა კიდევ ერთხელ დადასტურა რომ საქართველო, როგორც ცივილური სამყაროს აქტიური წევრი გმობს ტერორიზმის ნებისმიერ გამოვლინებას და მხარს უჭერს ავღანეთის საკითხზე საერთაშორისო თანამეგობრობის აქტიურობას და მიმდინარე სამშვიდობო პროცესს.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა ავღანეთთან თანამშრომლობას საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფნების განვითარების საკითხში, ამ მხრივ მხარეები მიესალმნენ ლაპის-ლაზულის პროექტის იმპლემენტაციას, რაც ევროპა-აზიის დამაკავშირებელი მნიშვნელოვანი სატრანსპორტო დერეფანია და ხელს უწყობს პროექტში ჩართული ქვეყნების, მათ შორის საქართველოსა და ავღანეთის ეკონომიკურ განვითარებას.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ზაზა აბაშიძე: 2020 წელს დიდი გეგმებით ვხვდებით
16:57 08.01.2020
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, როგორც ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი სამეცნიერო ცენტრი
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა