საქართველოს ეუთო-ს მოქმედი თავმჯდომარის სლოვაკეთის საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრი ეწვევა
საქართველოს ეუთო-ს მოქმედი თავმჯდომარის სლოვაკეთის საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრი ეწვევა
18:35 08.02.2019
10-11 თებერვალს საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვევა ეუთო-ს მოქმედი თავმჯდომარე , სლოვაკეთის რესპუბლიკის საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრი, მიროსლავ ლაიჩაკი. ვიზიტის ფარგლებში ეუთო-ს მოქმედი თავმჯდომარე შეხვედრებს გამართავს საქართველოს პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან, პრემიერ-მინისტრთან, მამუკა ბახტაძესთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან, ირაკლი კობახიძესთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან, დავით ზალკალიანთან და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრთან, ქეთევან ციხელაშვილთან.

შეხვედრებისას მხარეები განიხილავენ საქართველოსა და ეუთო-ს თანამშრომლობის საკითხებს, მათ შორის რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარების პროცესში ეუთო-ს ჩართულობის გაზრდის შესაძლებლობებს.

ეუთო-ს მოქმედი თავმჯდომარის ვიზიტი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველო ორგანიზაციის პოლიტიკურ დღის წესრიგში რჩება და კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარება სლოვაკეთის თავმჯდომარეობის ერთ-ერთი პრიორიტეტია.
ბეჭდვა