logo2
logo2
logo2
არქივი
« დეკემბერი 2019 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
logo2
logo2
მამუკა ბახტაძე: ჩემთვის მასწავლებელი წარმოადგენს ყველაზე ღირებულ პროფესიას ნებისმიერ საზოგადოებაში
მამუკა ბახტაძე: ჩემთვის მასწავლებელი წარმოადგენს ყველაზე ღირებულ პროფესიას ნებისმიერ საზოგადოებაში
18:24 08.02.2019
ჩემთვის მასწავლებელი წარმოადგენს ყველაზე ღირებულ პროფესიას ნებისმიერ საზოგადოებაში , სწორედ თქვენ განსაზღვრავთ ჩვენი მომავალი თაობებისთვის მთავარ ფასეულობებს, იმ ორიენტირებს, რომელზეც უნდა აშენდეს ჩვენი საერთო ქართული სახელმწიფო, - ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ბრიუსელში სასწავლო ვიზიტიდან დაბრუნებულ პანკისის ხეობის საჯარო სკოლების მასწავლებლებს, რომლებსაც დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში უმასპინძლა.

მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა პედაგოგების ბრიუსელში ვიზიტის მნიშვნელოვან დატვირთვას, ვინაიდან მათ ჰქონდათ საშუალება, უშუალოდ გაცნობოდნენ ნატოსა და ევროკავშირის ინსტიტუტების სტრუქტურასა და ფუნქციონირების პრინციპებს, ასევე მიეღოთ ინფორმაცია საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის შესახებ.

„ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია ჩვენი მთავარი მისწრაფებაა. ჩვენი მიზანია, დავუბრუნდეთ ჩვენს საერთო ევროპულ ოჯახს, შესაბამისად, თქვენი ვიზიტი სიმბოლურთან ერთად ძალიან შინაარსობრივია, ვინაიდან გქონდათ საშუალება, თქვენი თვალით გეხილათ ევროპელების განწყობა საქართველოს მიმართ", - მიმართა პრემიერმა პანკისელ მასწავლებლებს.

პრემიერმა ასევე ყურადღება გაამახვილა პედაგოგების როლზე მომავალი თაობების აღზრდის საქმეში და ამ მიმართულებით გაწეული ძალისხმევისთვის მათ განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა.

პანკისელმა მასწავლებლებმა პრემიერ-მინისტრს სასწავლო ვიზიტის ფარგლებში მიღებული გამოცდილება გაუზიარეს და მადლობა გადაუხადეს იმ პროექტის განხორციელების მხარდაჭერისთვის, რომელმაც მათ ევროკავშირისა და ნატოს შესახებ პრაქტიკული ცოდნის მიღებისა და ცნობიერების ამაღლების საშუალება მისცა.

შეხვედრის შემდეგ, პროექტში - „საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის შესახებ ცნობიერების ამაღლება პანკისის ხეობის მასწავლებლებისთვის" წარმატებული მონაწილეობისთვის პედაგოგებს სერთიფიკატები გადაეცათ.

პანკისის ხეობის საჯარო სკოლების მასწავლებლებისა და დირექტორებისგან შემდგარი 20-კაციანი ჯგუფის სასწავლო ვიზიტი ბრიუსელში 3-7 თებერვალს შედგა. ვიზიტის ფარგლებში გაიმართა შეხვედრები ევროკავშირის სტრუქტურებსა და ნატოს შტაბბინაში, ასევე - ბელგიის საგანმანათლებლო დაწესებულებებში, ადგილობრივი განათლების სისტემისა და ამ კუთხით ევროპული გამოცდილების გაზიარების მიზნით.

პროექტი განხორციელდა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის მიერ, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტისა და საგარეო საქმეთა სამინისტროებთან თანამშრომლობით.

პროექტის მხარდამჭერია ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა