logo2
logo2
logo2
არქივი
« სექტემბერი 2019 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30
logo2
logo2
ნუკრი ქანთარია: ბავშვებს სჭირდებათ მოტივაცია
ნუკრი ქანთარია: ბავშვებს სჭირდებათ მოტივაცია
15:58 08.02.2019
ნუკრი ქანთარიას განცხადებით უმთავრესი ზოგადი განათლების ხელშეწყობა და სკოლების გამართული ფუნქციონირებაა.

"ზოგად განათლებას ძალიან მარტივად უნდა მივუდგეთ. ჩვენ თუ 4 კითხვაზე გავცემთ პასუხს, მაშინ ეს პროცესი დაიძვრება. პირველია სად ვასწავლით? რა ინფრასტრუქტურაში ვასწავლით? რამდენიმე წელია ამ მიმართულებით მართლაც გვაქვს პოზიტიური ნაბიჯები.

რას ვასწავლით? რა პროგრამებით ვასწავლით? აქ არის სწორედ დარღვევები და ამას სჭირდება მაღალი კომპეტენცია, ამას სჭირდება კვლევა. მათემატიკაზე იყო აქ საუბარი, მაგრამ რა ცოდნას ვაძლევთ ბავშვებს, რომელ კლასში რა უნდა ვასწავლოთ, იციან თუ არა მათ დაწვრილებით თავიანთი ისტორია, შემეცნებით და არა მხოლოდ საზეპიროებით, რომ მათი ცნობიერება თავისი ქვეყნის წარსულის ფესვზე გაგრძელდეს, და ვფიქრობ, ამას სჭირდება სერიოზული მიდგომა.

როგორ ვასწავლით? - ჩემი აზრით მეცხრე კლასის შემდეგ უნდა შეფასდეს ბავშვის ცოდნა, რა ისწავლა, რა ცოდნა მიიღო სკოლაში. მეცხრე კლასის შემდეგ იწყება გზის გაყრა, ან უნდა გადავიდეს ის თავისი შეფასებებით პროფესიულ სასწავლებელში, ანდა ჩვენ უნდა მივხედოთ უკვე კოლეჯის პრინციპით და წავიდეს ცოდნის გაგრძელებით. აქ მგონია უნდა იყოს დიფერენციაცია ჰუმანიტარული და ტექნიკური თვალსაზრისით და თუ აქვს მას მიდრეკილებები, ეს მიდრეკილებები უკვე უნდა გამოიკვეთოს. და ეს სამი წელი შეიძლება უნივერსიტეტის ლექტორებმაც კი ჩაიბარონ გამოცდები. ამას მხოლოდ სადისკუსიოდ ვამბობ და არა გადაჭრით. იქ უნდა უყოს აბსოლუტურად სხვა მიდგომა და მეთორმეტე კლასს როდესაც დაამთავრებს ადამიანი, უნდა იყოს ერთი ეროვნული გამოცდა და ის უნდა გასცემდეს ატესტატსაც სათანადო ქულებით, ხოლო თუ იმაზე მაღლაა, ის პირდაპირ უნდა გადავიდეს უნივერსიტეტში, არჩეულ ფაკულტეტზე მისი ამ ცოდნის ქულების გათვალისწინებით.

ამავე დროს ბავშვებს სჭირდებათ მოტივაცია. ვიფიქროთ ოქროს ატესტატზე, რომელიც იქნება მთელი სწავლების პროცესის ამსახველი, რომ ბავშვმა ოლიმპიადებშიც მიიღო მონაწილეობა, ყველგან თავი გამოიჩინა და მას ოქროს ატესტატით საშუალება ექნება ნებისმიერ უმაღლეს სასწავლებელში უფასო სწავლა განაგრძოს.

და უმთავრესი კითხვა, - ვინ ასწავლის? რა კვალიფიკაციის, რა წარსულის, რა ნიჭისა და უნარის მქონე ადამიანი ასწავლის და შეუძლია თუ არა ბავშვი მართლაც შეიტანოს ბავშვში არა მხოლოდ გარკვეული ინფორმაცია, არამედ შეიტანოს სინათლე.

ეს გაცილებით რთულია და ამას ერთი და ორი წელი არ ეყოფა, მაგრამ სწორება უნდა იყოს აუცილებლად აქეთკენ", -განაცხადა ნუკრი ქანთარიამ, რომელმაც თავისი გამოსვლის ბოლოს კიდევ ერთხელ წუხილი გამოთქვა ზუგდიდის სკოლის დირექტორის გარდაცვალების გამო და განაცხადა, რომ ყველაფერი უნდა გაირკვეს. კოლეგებს კი მიმართა, რომ ამ საკითხის პოლიტიკურ ჭრილში გადატანა და ამით ხეირის მიღწევა უკადრისი საქმეა“ - განაცხადა ქანთარიამ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას. 


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა
ინტერვიუ
ექსკლუზიური ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: სიტუაცია ძალიან რთულია და სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს დიდი შესაძლებლობები წინ აღვუდგეთ ამ პროცესს
13:15 28.02.2019
ბაქოში მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ინტერვიუ მისცა აზერბაიჯანის სახელმწიფო
ინტერვიუ
ინტერვიუ რუსეთში ნატოს ყოფილ წარმომადგენელთან: ტრამპმა მითითება გასცა, რომ ალიანსში საქართველოსა და უკრაინის მიღების მიზნით გამოსავალი იპოვონ
14:19 15.02.2019
ნატოს ექს-წარმომადგენელი რუსეთში ჰარი ტაბახი უკრაინული გამოცემა «Апостроф»-ის კორესპონდენტის ეკატერინე
ინტერვიუ
ინტერვიუ გენერალ ბენ ჰოჯესთან: საქართველოს 20% ოკუპირებულია, მაგრამ ნატოს მისთვის წევრობის შეთავაზებისთვის პრეცედენტი აქვს... და ეს გერმანიაა
13:01 12.02.2019
შავი ზღვის უსაფრთხოება აღმოსავლეთ ევროპის სტაბილურობის ერთ-ერთი საფუძველია. უკრაინაში რუსეთის აგრესიის