logo2
logo2
logo2
არქივი
« ნოემბერი 2019 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30
logo2
logo2
სიმონ ნოზაძე ბატიაშვილს: სწორ გზაზე დგახართ, როგორც რეფორმატორი მინისტრი
სიმონ ნოზაძე ბატიაშვილს: სწორ გზაზე დგახართ, როგორც რეფორმატორი მინისტრი
15:34 08.02.2019
პლენარულ სხდომაზე მინისტრის გამოსვლას გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი , ფრაქცია „ქართული ოცნება - მრეწველების“ თავმჯდომარე სიმონ ნოზაძე, რომელმაც ყურადღება გაამახვილა განათლების სისტემაში არსებულ ვითარებაზე და მიმდინარე რეფორმებზე.

მისი განცხადებით, მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ სკოლებში „დედა ენა“ დაბრუნდება, რაც ინიციატორთა მხრიდან დიდ გამბედაობას მოითხოვდა. მისივე განცხადებით, გამოცდები აუცილებლად უნდა ჩატარდეს საბაზო - მე-10 კლასში და გამოცდები უნდა აღდგეს მე-11 - მე-12 კლასებშიც, მხოლოდ გამოცდები უნდა ჩაატარონ მასწავლებლებმა და მათ ის ცოდნა უნდა შეაფასონ, რომელიც მოსწავლემ შეიძინა.

როგორც სიმონ ნოზაძემ განაცხადა, რაც შეეხება უნარების გამოცდას, იგი არ შეიძლება ექსტრემალურ სიტუაციაში ხდებოდეს: გამოცდები კი სწორედ ექსტრემალური სიტუაციაა. ექსტრემალურ სიტუაციაში მხოლოდ ცოდნის შეფასება უნდა ხდებოდეს, და ამდენად, სიმონ ნოზაძის შეფასებით, უნარების გამოცდების გაუქმება გამართლებულია.

„ზოგადი განათლების რეფორმა, ახალი სკოლის მოდელი ძალიან საინტერესოა - იგი ავითარებს კრიტიკულ აზროვნებას, ხელს უწყობს შემოქმედებითი აზროვნების განვითარებას, ინიციატივის გამოვლენას, სწრაფად ცვლად გარემოში ადაპტირებას და ა. შ. ჩემი აზრით, მნიშვნელოვანი სიახლეებია მასწავლებელთა განვითარებასა და შეფასებაშიც, კარგია კრედიტ ქულების და თვითშეფასების სისტემის გაუქმება და კარგია, რომ მასწავლებელთა შეფასება მოხდება კომპლექსურად,“- განაცხადა სიმონ ნოზაძემ და აქვე აღნიშნა, რომ დაწყებული რეფორმა განათლების სისტემაში მართლაც ყურადსაღებია.

სიმონ ნოზაძე პედაგოგიური სასწავლებლების პრობლემასაც შეეხო და აღნიშნა, რომ პედაგოგიური სასწავლებლების არარსებობა დიდი დანაკლისია. „იქნებ თბილისში ან ქუთაისში აღდგეს პედაგოგიური სასწავლებელი, რომლის ბაზაზე გაიზრდებიან ახალი პედაგოგიური კადრები, მოხდება პედაგოგთა გადამზადება, გაიშლება პედაგოგიური სამეცნიერო საქმიანობა, შენარჩუნდება პედაგოგიური მემკვიდრეობა. ქართული პედაგოგიური სააზროვნებო მემკვიდრეობა არ უნდა დაიკარგოს“, - აღნიშნა ფრაქციის თავმჯდომარემ.

მან სახელმძღვანელოების პრობლემაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ სახელმძღვანელოები საკმაოდ მდარე ხარისხისაა, გასაუქმებელია სახელმძღვანელოების შეწონვისა და ხარისხის ფორმულა, რადგან იგი სათანადო შედეგებს არ იძლევა. სიმონ ნოზაძის განცხადებით, ძლიერ მოსწავლეებს ათთეთრიანი სახელმძღვანელოები ვერ გაგვიზრდიან, ძლიერ მოსწავლეებს ვერც უუფლებო და დაბალხელფასიანი მასწავლებლები გაზრდიან და ამდენად, მისი თქმით, რეფორმა ნამდვილად დროულია.

„მინდა ვთქვა, რომ სწორ გზაზე დგახართ როგორც რეფორმატორი მინისტრი. მე ვიცი, რომ ცოტაოდენი შეცდომები იქნებოდა დაშვებული და ყველამ ერთად უნდა ავიღოთ პასუხისმგებლობა, მათ შორის, ოპოზიციამაც აიღეთ პასუხისმგებლობა, რომ შეცდომები არ იქნას დაშვებული და არა ისე, რომ მარტო პოლიტიკური მიზნებისათვის გამოვიყენოთ ხოლმე ტრიბუნა მინისტრის წინააღმდეგ. გავა წლები და თქვენ აუცილებლად დარჩებით როგორც რეფორმატორი მინისტრი. ამასთანავე, ძალიან კარგი იქნება, თუ თქვენ გაითვალისწინებთ პრაქტიკოსი მასწავლებლების გამოცდილებას და ქართველი თეორეტიკოსების გამოცდილებას“, - განაცხადა სიმონ ნოზაძემ და მინისტრს და მის გუნდს რეფორმების ჩატარებაში წარმატებები უსურვა.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა