logo2
logo2
logo2
არქივი
« იანვარი 2020 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
დავით ზალკალიანი აშშ-ს კონგრესის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა
დავით ზალკალიანი აშშ-ს კონგრესის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა
23:19 07.02.2019
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში შეხვედრა გამართა აშშ-ს კონგრესის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარესთან ელიოტ ენგელთან.

სამინისტროს პრესსამსახურის ინდფორმაციით შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოს მიმართ ამერიკის კონგრესის მტკიცე ორპარტიულ მხარდაჭერას და კმაყოფილებით აღინიშნა თანამშრომლობისის უპრეცედენტოდ მაღალი დონე, რაც ბოლო წლების განმავლობაში დაფიქსირდა.

დავით ზალკალიანმა მადლობა გადაუხადა ელიოტ ენგელს საქართველოს მტკიცე და აქტიური მხარდაჭერისთვის, მათ შორის აშშ-ს კონგრესში საქართველოს მხარდამჭერი აქტის ინიცირებისთვის, რაც მხარეთა შეფასებით საკანონმდებლო დონეზე გაამყარებს აშშ-ის კონგრესის მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის და ქვეყანაში მიმდინარე დემოკრატიული პროცესების მკაფიო მხარდაჭერას.

საგარეო საქმეთა მინისტრმა მადლობა გადაუხადა კონგრესმენს საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის და რუსეთის აგრესიული ქმედებების მიმართ მისი მკაფიო დამგმობი პოზიციისთვის და საკანონმდებლო ინიციატივების დონეზე გამოხატული მხარდაჭერისთვის.

შეხვედრაზე მხარეებმა მიმოიხილეს რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო. შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების საკითხებზე საუბრისას ხაზი გაესვა საქართველოს აქტიური მონაწილეობისა და ჩართულობის მნიშვნელობას.

მაღალი შეფასება მიეცა საქართველოს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესს და აშშ-ს, მათ შორის კონგრესის მტკიცე მხარდაჭერას ნატო-ს ღიაკარის პოლიტიკის და საქართველოს ალიანსში გაწევრიანების მიმართ.

აღინიშნა საქართველოს წარმატება დემოკრატიული, თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში გატარებული რეფორმებისა და ქვეყნის ეკონომიკური კლიმატის გაუმჯობესების თვალსაზრისით. საქართველოს სატრანზიტო შესაძლებლობების, ბიზნეს და საინვესტიციო გარემოს გათვალისწინებით ხაზი გაესვა აშშ-საქართველოს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარებისა და გაღრმავების მნიშვნელობას.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ზაზა აბაშიძე: 2020 წელს დიდი გეგმებით ვხვდებით
16:57 08.01.2020
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, როგორც ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი სამეცნიერო ცენტრი
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა