ბექა ოდიშარია: თქვენ რამდენჯერაც არ უდნა შეეცადოთ აზრთა სხვადასხვაობა დაპირისპირებათ მონათლოთ, მოცემულობა არ შეიცვლება
ბექა ოდიშარია: თქვენ რამდენჯერაც არ უდნა შეეცადოთ აზრთა სხვადასხვაობა დაპირისპირებათ მონათლოთ, მოცემულობა არ შეიცვლება
17:51 06.02.2019
პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ , ბექა ოდიშარიამ საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ, ჟურნალისტებთან საუბრისას ის საკითხები აღნიშნა, რაზეც უმრავლესობის სხდომაზე იყო საუბარი.

„ბევრ თემაზე ვისაუბრეთ კერძოდ, შიდა პარტიულ თემებზე, საორგანიზაციო საკითხებზე , მათ შორის 2019 წლის ტაქტიკასა და სტრატეგიებზე, საპარლამეტო კონტროლის მექანიზმები საგრძნობლად გაზრდილია და გაწერილია რეგლამენტით, ასევე დაბარებული გვყავს პირველი ვიცე-პრემიერი , შემდეგ მეორე და მესამე მინისტრი“- განაცხადა ოდიშარიამ.

მისი თქმით, უმრავლესობაში დაპირისპირება არ არსებობს და ეს მხოლოდ აზრთასხვადასხვაობაა, რომელიც დემოკრატიულ პარტიისთვის ბუნებრივიცაა.

„თქვენ რამდენჯერაც არ უდნა შეეცადოთ აზრთა სხვადასხვაობა დაპირისპირებათ მონათლოთ, მოცემულობა არ შეიცვლება. აზრთა სხვადასხვაობა ყოველთვის იქნება ისეთ დემოკრატიულ პარტიაში, როგორიც ქართული ოცნებაა, თუმცა პარტიის თავმჯდომარე , ასევე პარლამენტის თავმჯდომარე და სხვებიც მაქსიმალურად უნდა ეცადნონ, რომ პოზიციების დაახლოება მოხდეს, ამას ვერაფრით დავარქმევ დაპირისპირებას, ეს არის აზრთა სხვადასხვაობა“ - აღნიშნა ბექა ოდიშარიამ ჟურნალისტებთან.


ბეჭდვა