ეკა ბესელია რამდენიმე დღეში გადაწყვეტს, დატოვებს თუ არა „ქართულ ოცნებას“
ეკა ბესელია რამდენიმე დღეში გადაწყვეტს, დატოვებს თუ არა „ქართულ ოცნებას“
15:30 06.02.2019
საპარლამენტო უმრავლესობის წევრ ეკა ბესელიას თქმით, რამდენიმე დღეში გადაწყვეტს , მმართველი პარტიის წარმმადგენელთა სიაში დარჩება თუ - მას დატოვებს.

არ მინდა, რომელიმე ნაბიჯით ხელი შევუწყო სააკაშვილისა და მისი ძალადობრივი სისტემის მობრუნებას. არ მინდა, იმ ძალადობრივ სისტემას მივცეთ შანსი, მოტრიალდეს და ძალაუფლება ისევ აიღოს ხელში. ამიტომ ვფიქრობ, უნდა დავინახოთ, როგორი უნდა იყოს ჩვენი შემდეგი ნაბიჯები. მე პირადად, ავიღებდი რამდენიმე დღეს მაინც, რათა საბოლოო გადაწყვეტილება მივიღო. ჩვენ ერთად შევძლებთ ამ ფასეულობების ირგვლივ გაერთიანებას თუ -ვერა. ეს ჩემთვის ძალიან ემოციური პროცესია, მაგრამ არის გადაწყვეტილების ეტაპი და ალბათ რამდენიმე დღეს ავიღებთ“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.
ბეჭდვა