logo2
logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2020 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
დავით ზალკალიანი რესპუბლიკელ სენატორს ჯეიმს რიშს შეხვდა
დავით ზალკალიანი რესპუბლიკელ სენატორს ჯეიმს რიშს შეხვდა
12:03 06.02.2019
ვაშინგტონში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში შეხვედრა გამართა რესპუბლიკელ სენატორთან ჯეიმს რიშთან.

შეხვედრაზე მხარეებმა მაღალი შეფასება მისცეს აშშ-საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორობას და ბოლო წლებში შეერთებული შტატების კონგრესთან თანამშრომლობის უპრეცედენტოდ მაღალ დონეს. ხაზი გაესვა აშშ-ს კონგრესის მხრიდან საქართველოს გამოხატულ მხარდაჭერას, როგორც ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე საქართველოს ევრო-ატლანტიკური მისწრაფებების მიმართ, რაც გამოიხატა მათ შორის აშშ-ს კონგრესში საქართველოს მხარდამჭერი აქტის ინიცირებით, გამოითქვა იმედი, რომ აღნიშნული კანონპროექტი ახალი მოწვევის კონგრესში ასევე მოიპოვებს მხარდაჭერას. აღინიშნა, რომ საქართველოსთან დაკავშირებული საკითხები, მათ შორის ორი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავება, საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების განმტკიცება სულ უფრო მკაფიოდ არის წარმოჩენილი აშშ-ს პოლიტიკურ დღის წესრიგში და საქართველოს გააჩნია აშშ-ს კონგრესის ოპერატიული მხარდაჭერა.


უწყების ცნობით, შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოს, საქართველოს წინაშე არსებულ გამოწვევებს. მინისტრმა კონგრესმენს ინფორმაცია მიაწოდა ოკუპირებულ რეგიონებთან მიმართებაში რუსეთის დესტრუქციული ქმედებების, ასევე ადამიანის უფლებების დაცვისა და უსაფრთხოების თვალსაზრისით ადგილზე არსებული ურთულესი ვითარების შესახებ და მადლობა გადაუხადა აშშ-ს კონგრესს საქართველოს მხარდაჭერისთვის. აღინიშნა აშშ-ს მნიშვნელოვანი როლი კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების პროცესში, ხაზი გაესვა აშშ-ს მონაწილეობას ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების
საუბარი ასევე შეეხო შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროცესში საქართველოს მნიშვნელოვან როლს. კონგრესმენმა კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის მხარდაჭერას და აშშ-ს ერთგულებას ნატო-ს "ღია კარის" პოლიტიკის მიმართ.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოს მთავრობის რეფორმებს, ქვეყნის საინვესტიციო და ეკონომიკურ შესაძლებლობებს, საქართველოს სატრანზიტო ფუნქციას, დადებითი შეფასება მიეცა საქართველოს წამყვან პოზიციებს საერთაშორისო რეიტინგებში, ხაზი გაესვა შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარების დიდ პოტენციალს, მათ შორის თავისუფალი სავაჭრო შეთანხმების გაფორმების თვალსაზრისით და ამ მხრივ აშშ-ს კონგრესის მხარდაჭერის მნიშვნელობას.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ზაზა აბაშიძე: 2020 წელს დიდი გეგმებით ვხვდებით
16:57 08.01.2020
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, როგორც ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი სამეცნიერო ცენტრი
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა