ირაკლი კობახიძე: 2019 წელი ზედამხედველობისა და ახალი ტრადიციების დანერგვის კუთხით, იქნება ნამდვილად გამორჩეული საქართველოს პარლამენტში
ირაკლი კობახიძე: 2019 წელი ზედამხედველობისა და ახალი ტრადიციების დანერგვის კუთხით, იქნება ნამდვილად გამორჩეული საქართველოს პარლამენტში
10:15 06.02.2019
ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი, შეიძლება ითქვას, ისტორიული დღეც კი - დავამკვიდრეთ ახალი ტრადიცია , როდესაც პარლამენტის თავმჯდომარე წარსდგება ყოველწლიური ანგარიშით საზოგადოების და პარლამენტის წევრების წინაშე, საზოგადოებას გავაცანით, თუ რას აკეთებდა პარლამენტი 2018 წლის განმავლობაში და ასევე, ჩვენი გეგმა 2019 წლისთვის“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ტელეკომპანია „იმედის“ პირდაპირ ეთერში პარლამენტის საგაზაფხულო სესიაზე საუბრისას განაცხადა.

ირაკლი კობახიძემ საქართველოს კონსტიტუციის ახალი რედაქციითა და პარლამენტის ახალი რეგლამენტით გათვალისწინებული ახალი საზედამხედველო ინსტრუმენტების შესახებ ისაუბრა.

„ზედამხედველობას რაც შეეხება, ამ კუთხით, გამორჩეული იქნება 2019 წელი, იმიტომ, რომ ახალი კონსტიტუციით და ახალი რეგლამენტით, ინერგება ახალი ინსტრუმენტები ზედამხედველობის კუთხით, ეს არის, მაგალითად, პრემიერმინისტრის ყოველწლიური მოხსენება, რომლითაც ის წარსდგება პარლამენტის წინაშე, ასევე, ინტერპელაციის დახვეწილი პროცედურა, მინისტრის საათი, საგამოძიებო კომისიის შექმნის გამარტივებული უფლება. უამრავი ახალი ინსტრუმენტი ჩადებული რეგლამენტში, რომელიც პარლამენტს ინსტიტუციურად აძლიერებს. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ეს წელი, ზედამხედველობის კუთხით და ახალი ტრადიციების დანერგვის კუთხით, იქნება ნამდვილად გამორჩეული საქართველოს პარლამენტში“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
ბეჭდვა