logo2
logo2
logo2
არქივი
« მაისი 2020 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
კახა კალაძე „რუსთავი 2“-მა არასწორი ინფორმაცია გაავრცელა
კახა კალაძე „რუსთავი 2“-მა არასწორი ინფორმაცია გაავრცელა
15:01 03.02.2019
ჩემთვის მთავარი ქალაქის სწორი განვითარება და მწვანე სივრცეების შენარჩუნებაა, - ასე გამოეხმაურა თბილისის მერი კახა კალაძე ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის ეთერში გასულ სიუჟეტს, თითქოს მერიამ ვაკეში მიწის ნაკვეთი ადგილმონაცვლეობით ოთარ ფარცხალაძესთან დაკავშირებულ კომპანიას გადასცა.

კახა კალაძემ ასევე სიცრუე უწოდა ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რომ კონკრეტული ფართი ნუცუბიძის ქუჩაზე, რომლის ადგილმონაცვლეობაც მოხდა, რეკრეაციული ზონა იყო.

თბილისის მერის თქმით, ადგილმონაცვლეობის გადაწყვეტილების მთავარი მიზეზი ტერიტორიაზე არსებული მწვანე ნარგავების შენარჩუნება იყო.

„არასწორი იყო ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს ის კონკრეტული ფართი, რომლის ადგილმონაცვლეობაც მოხდა, იყო რეკრეაციული ზონა. ეს კონკრეტული ადგილი არის საცხოვრებელი ზონა 6 და ინვესტორს შეეძლო მისი ჩვეულებრივ განვითარება. თუმცა მწვანე სივრცეების მიმართ ჩვენი მიდგომა ცნობილია, მაგალითად, ანალოგიური იმ პოლიტიკის, რომელიც გვქონდა კუს ტბისა თუ ვაკის პარკის მიმდებარე ტერიტორიების მიმართ, სადაც 8-სართულიანი სასტუმროს მშენებლობის ნებართვა გაიცა, მაშინ როცა მაშინდელი მერი სხვა გადმოსახედიდან გვიყურებდა.

თქვენ იცით, ჩემი და ჩვენი გუნდის პოლიტიკა რეკრეაციულ სივრცეებთან დაკავშირებით. ეს ჩემი წინასაარჩევნო დაპირება იყო და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ არ დავუშვათ მშენებლობა მწვანე სივრცეების ადგილზე. ჩემთვის მთავარი ქალაქის სწორი განვითარება და მწვანე სივრცეების შენარჩუნებაა. ამასთან, მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ კომპანიასთან, რომელიც ფლობდა მიწის ნაკვეთს ამ კონკრეტულ ტერიტორიაზე, ფარცხალაძეს კავშირი არა აქვს. მე არ ვიცი არც კერვალიშვილი და სხვა ადამიანები, ვინც ამ კომპანიაშია. ერთადერთი რაც ვიცი, მე მოვითხოვე ამონაწერების ამოღება რეესტრიდან და ამ კომპანიის დოკუმენტებში ფარცხალაძე საერთოდ არსად ფიგურირებს,“ - განაცხადა კახა კალაძემ.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ზაზა აბაშიძე: 2020 წელს დიდი გეგმებით ვხვდებით
16:57 08.01.2020
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, როგორც ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი სამეცნიერო ცენტრი
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა