logo2
logo2
logo2
არქივი
« აპრილი 2019 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
დავით ზალკალიანმა ევროკავშირის პროექტის -„საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების განხორციელების მხარდაჭერა“ დახურვის ცერემონიალში მიიღო მონაწილეობა
დავით ზალკალიანმა ევროკავშირის პროექტის -„საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების განხორციელების მხარდაჭერა“ დახურვის ცერემონიალში მიიღო მონაწილეობა
23:03 31.01.2019
საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა დავით ზალკალიანმა მონაწილეობა მიიღო ხელოვნების სახვით მუზეუმში გამართულ ღონისძიებაში, რომელიც ევროკავშირის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდამჭერი პროექტის - „საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების განხორციელების მხარდაჭერა“ (Association Agreement Facility) დასკვნით ნაწილს მიეძღვნა. ღონისძიების ფარგლებში განხილული იქნა აღნიშული პროექტის საქმიანობის ძირითადი მიღწევები.

ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართა საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა, რომელმაც ყურადღება გაამახვილა აღნიშნული პროექტის პრაქტიკულ მნიშვნელობაზე და იმ სიკეთეებზე, რომელიც საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესს მოაქვს.

საგარეო უწყების ხელმძღვანელის განცხადებით, საქართველოს მთავრობა განაგრძობს რეფორმების განხორციელებას და აქვს ამბიციური გეგმა, გააკეთოს იმაზე მეტი, ვიდრე მისგან ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმება მოითხოვს. ამ კონტექსტში, მინისტრმა ყურადღება გაამახვილა საქართველოს მთავრობის ინიციატივის - ევროკავშირში ინტეგრაციის საგზაო რუკის მნიშვნელობაზე.

საგარეო საქმეთა მინისტრმა მადლობა გადაუხადა პროექტის ხელმძღვანელს, იოლანტა ტაჩინსკას და მთელს გუნდს პროექტის წარმატებით დასრულებისთვის. დავით ზალკალიანი მიესალმა ევროკავშირის გადაწყვეტილებას, განაგრძოს საქართველოს მთავრობის დახმარება ევროკავშირთან დაახლოების მიმართულებით.

„ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, ევროკავშირის პროექტი რომელიც განხორციელდა საქართველოს სხვადასხვა ინსტიტუტების დახმარების თვალსაზრისით, ასოცირების ხელშეკრულების იმპლემენტაციის კუთხით. პროექტი მოიცავდა ისეთ მიმართულებებს როგორიცაა საკანონმდებლო ჰამრონიზაცია, ასევე ღრმა და ყოვლისმომცველ ვაჭრობასთან დაკავშირებული საკითხების კოორდინაცია, სტრატეგიული კომუნიკაციის კოორდინაცია, დახმარების თვალსაზრისით ევროკავშირთან ერთობლივი საქმიანობის განხორციელება და რა თქმა უნდა ხელის შეწყობა საგზაო რუკის შემუშავებასთან დაკავშირებით. პროექტი იყო ძალიან ეფექტური. მნიშვნელოვანია, რომ ყველა ამ მიმართულებით გვაქვს ხელშესახები შედეგი და მინდა გამოვთქვა იმედი, რომ ევროკავშირი მომავალში კიდევ გააგრძელებს მსგავს პროექტებს“- განაცხადა დავით ზალკალიანმა პროექტის შეფასებისას.

აღსანიშნავია, რომ ზემოაღნიშნული პროექტის ბიუჯეტი 2.3 მლნ. ევროს შეადგენს და იგი უმთავრესად საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის მხარდაჭერას, კერძოდ, ასოცირების შეთანხმების და ვიზალიბერალიზაციის ფარგლებში ნაკისრი ვალდებულებების განხორციელების ხელშეწყობას ემსახურება.

ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით ასევე მიმართეს საქართველოში ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა, საქართველოს პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ირინე ფრუიძემ და პროექტის ხელმძღვანელმა იოლანტა ტაჩინსკიმ.

დასკვნით ცერემონიას საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, მთავრობის ადმინისტრაციის და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა
ინტერვიუ
ექსკლუზიური ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: სიტუაცია ძალიან რთულია და სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს დიდი შესაძლებლობები წინ აღვუდგეთ ამ პროცესს
13:15 28.02.2019
ბაქოში მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ინტერვიუ მისცა აზერბაიჯანის სახელმწიფო
ინტერვიუ
ინტერვიუ რუსეთში ნატოს ყოფილ წარმომადგენელთან: ტრამპმა მითითება გასცა, რომ ალიანსში საქართველოსა და უკრაინის მიღების მიზნით გამოსავალი იპოვონ
14:19 15.02.2019
ნატოს ექს-წარმომადგენელი რუსეთში ჰარი ტაბახი უკრაინული გამოცემა «Апостроф»-ის კორესპონდენტის ეკატერინე
ინტერვიუ
ინტერვიუ გენერალ ბენ ჰოჯესთან: საქართველოს 20% ოკუპირებულია, მაგრამ ნატოს მისთვის წევრობის შეთავაზებისთვის პრეცედენტი აქვს... და ეს გერმანიაა
13:01 12.02.2019
შავი ზღვის უსაფრთხოება აღმოსავლეთ ევროპის სტაბილურობის ერთ-ერთი საფუძველია. უკრაინაში რუსეთის აგრესიის