logo2
logo2
logo2
არქივი
logo2
logo2
ევროკავშირის ყოველწლიურ ანგარიშში საქართველოს მიერ განხორციელებული რეფორმები დადებითად არის შეფასებული
ევროკავშირის ყოველწლიურ ანგარიშში საქართველოს მიერ განხორციელებული რეფორმები დადებითად არის შეფასებული
22:46 31.01.2019
ევროკავშირმა საქართველოს მიერ ასოცირების შესრულების შესახებ ყოველწლიური ანგარიში გამოაქვეყნა, რომელიც მთელი რიგი მიმართულებებით საქართველოში განხორციელებულ რეფორმებს დეტალურად ასახავს. მათ შორისაა დემოკრატია და საჯარო მმართველობა, ადამიანის უფლებების დაცვა, მართლმსაჯულება და კანონის უზენაესობა, კორუფციისა და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა, საზღვრის დაცვა, ეკონომიკური განვითარება და ვაჭრობა, რეგიონული განვითარება და ციფრული ეკონომიკა, სოფლის მეურნეობა, გარემოს დაცვა, კლიმატის ცვლილება, ჯანდაცვა, განათლება, ტურიზმი, ტრანსპორტი და ენერგეტიკა.

ევროკავშირის შეფასებით ასოცირების შეთანხმებით აღებული ვალდებულებების შესრულება დადგენილ ვადებში წარიმართა.

„საქართველო აგრძელებდა თავისი როგორც რეგიონში ევროკავშირის ძირითადი მოკავშირის პოზიციების გამყარებას რეფორმების განხორციელებით და საკუთარი ამბიციით, კიდევ უფრო მეტად განავითაროს ურთიერთობები ევროკავშირთან“, ხაზგასმულია ანგარიშში და მითითება გაკეთებულია მთავრობის რეფორმების 5 პუნქტიან პროგრამაზე.

ანგარიში ასევე აღნიშნავს საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების მტკიცე მხარდაჭერას ქვეყნის უმნიშვნელოვანესი საგარეო პოლიტიკური კურსისადმი.

დოკუმენტში საუბარია საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობაზე უსაფრთხოების სფეროში, სადაც საქართველო ევროკავშირის მნიშვნელოვან პარტნიორადაა მოხსენიებული.
ანგარიში ეხება ასევე საქართველო-რუსეთის კონფლიქტის 10 წლისთავს და ცალსახად ადასტურებს ევროკავშირის ურყევ მხარდაჭერას ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

თავის ანგარიშში ევროკავშირი დადებითად აფასებს სავაჭრო ურთიერთობებს საქართველოსთან და ხაზს უსვამს ქვეყანაში მაკროეკონომიკური გარემოს გაუმჯობესებას. დოკუმენტის თანახმად, საქართველო ევროკავშირის მნიშვნელოვანი სავაჭრო პარტნიორია. ქვეყნის სავაჭრო ბრუნვაში ევროკავშირის წილმა 2017 წელს 27% შეადგინა. დადებითად არის შეფასებული კონკურენციის სფეროში განხორციელებული ნაბიჯები, რომელიც ხელს უწყობს საჯარო კონკურენციას. საქართველო აგრძელებდა ვაჭრობის მიმართულებით ეროვნული სისტემის გაუმჯობესებას.

ანგარიშის მიხედვით, საქართველო აგრძელებს უვიზო მიმოსვლის საკითხზე მუშაობასა და საჭირო ზომების მიღებას არალეგალურ მიგრაციასთან დაკავშირებით. მნიშვნელოვანი წინსვლა დაფიქსირდა სასჯელაღსრულების და პრობაციის სფეროში, განსაკუთრებით ჯანდაცვისა და ადამიანის უფლებათა დაცვის მიმართულებით. საქართველომ გააუმჯობესა ქალთა წინააღმდეგ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის კანონმდებლობა.

აღსანიშნავია, რომ 2016 წელს ასოცირების შეთანხმების ძალაში შესვლის შემდეგ, ეს არის რიგით მესამე, ყოველწლიური ანგარიში. მასში შეფასებულია საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაცია და განსაკუთრებით, ასოცირების დღის წესრიგის შესრულება 2018 წლის 5 თებერვლის ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საბჭოს სხდომის შემდგომ პერიოდში.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა