logo2
logo2
logo2
არქივი
« ნოემბერი 2019 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30
logo2
logo2
სტრასბურგის სასამართლომ მოსკოვს, რუსეთიდან დეპორტირებული საქართველოს მოქალაქეებისთვის კომპენსაციის სახით 10 მილიონი ევროს გადახდა დააკისრა
სტრასბურგის სასამართლომ მოსკოვს, რუსეთიდან დეპორტირებული საქართველოს მოქალაქეებისთვის კომპენსაციის სახით 10 მილიონი ევროს გადახდა დააკისრა
15:12 31.01.2019
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდმა პალატამ 2019 წლის 31 იანვარს გამოაცხადა გადაწყვეტილება ე.წ. დეპორტირებულების საქმეზე , რომლის მიხედვითაც, საქართველომ რუსეთს დავა კომპენსაციის ნაწილშიც მოუგო. სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით, რუსეთი ვალდებულია, საქართველოს სახელმწიფოს, როგორც მოსარჩელე მხარეს, ჩაურიცხოს 10 მილიონი ევროს ოდენობის მორალური კომპენსაცია იმ დაზარალებულთათვის გადასაცემად, რომლებიც 2006 წლის შემოდგომაზე რუსეთის ფედერაციიდან მასობრივი დეპორტაციისა და ადამიანის უფლებების უხეში დარღვევების მსხვერპლნი გახდნენ.

დიდი პალატის მიერ გადაწყვეტილების გამოცხადებას საქართველოს მხრიდან ესწრებოდნენ იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო სასამართლოებში საწარმომადგენლობის უფროსი ბექა ძამაშვილი და საქართველოს ელჩი ევროსაბჭოში ირაკლი გივიაშვილი.

მოცემული გადაწყვეტილება დიდმა პალატამ 16 ხმით ერთის წინააღმდეგ გამოიტანა. გადაწყვეტილებაში მითითებულია, რომ რუსეთმა მოცემული თანხა საქართველოს სახელმწიფოს დღეიდან 3 თვის განმავლობაში უნდა ჩაურიცხოს, ხოლო ყოველ გადაცილებულ დღეზე შესაბამისი ჯარიმა გადაიხადოს. დიდი პალატის მიერ ასევე დაზუსტებულია, რომ საქართველოს სახელმწიფომ მიღებული თანხა სულ ცოტა 1500 დაზარალებულზე ისე უნდა გადაანაწილოს, რომ მათთაგან, ვინც მხოლოდ კოლექტიური გაძევების მსხვერპლი იყო, თითოეულმა 2000 ევროს ოდენობის თანხა, ხოლო ასევე უკანონო დაკავების/პატიმრობისა და არაადამიანური/დამამცირებელი მოპყრობის მსხვერპლებმა დამატებით 10 ათასიდან 15 ათასამდე ევრო მიიღონ.

სტრასბურგის სასამართლოს მიერ კომპენსაციის ოდენობაზე შესათანხმებლად საქართველოსა და რუსეთის იუსტიციის სამინისტროებს მიეცათ 12-თვიანი ვადა. აღნიშნულ საკითხზე მოლაპარაკებების დაწყების მიზნით, ევროპული სასამართლოს ინსტრუქციის შესაბამისად, 2015 წლის 1 ივლისს საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ სტრასბურგის სასამართლოში წარადგინა წერილობითი მოსაზრებები კომპენსაციის თაობაზე და დაეყრდნო საქმეში − „კვიპროსი თურქეთის წინააღმდეგ“ − დადგენილ პრეცედენტს. რუსეთი არ დაეთანხმა საქართველოს პოზიციას, მათ შორის მოთხოვნილი თანხის ოდენობას, მისი განსაზღვრის პრინციპს და გაიხსენა, რომ საქართველოს მთავრობას საჩივრის შეტანისას მხოლოდ ერთი ასეული დაზარალებულის მონაცემი ჰქონდა წარდგენილი. მანვე სასამართლოს ურჩია, დაინტერესებულიყო დაზარალებულთა რეალური ოდენობის საკითხით. შესაბამისად, სტრასბურგის სასამართლომ საქართველოს მთავრობისაგან 2015 წლის 6 ნოემბერს იმ პირთა სახელობითი სიის მიწოდება მოითხოვა, რომლებიც 2006 წლის შემოდგომაზე რუსეთის ტერიტორიაზე დევნისა და კოლექტიური გაძევების მსხვერპლნი გახდნენ. აღსანიშნავია, რომ 2012 წლის ოქტომბრიდან 2015 წლამდე, დავის არცერთ ეტაპზე, რუსეთის ან საკუთრივ სტრასბურგის სასამართლოს მხრიდან 2007 წელს საქართველოს მთავრობის მიერ მხოლოდ 118 დაზარალებულის მონაცემის წარდგენის თაობაზე რაიმე ტიპის არგუმენტი ან შეკითხვა არ წამოჭრილა.

ვინაიდან აღმოჩნდა, რომ 2012 წლამდე საქართველოს მთავრობას მხოლოდ 118 დაზარალებულის მონაცემები ჰქონდა დამუშავებული და სტრასბურგის სასამართლოში გადაგზავნილი, მიუხედავად იმისა, რომ საჩივრის შეტანის დღიდანვე მთავრობა 4634 რუსეთიდან გამოძევებული ჩვენი მოქალაქის უფლებების დარღვევების გამო დავიბდა, 2015 წლიდან, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მოუწია, ემტკიცებინა, რომ მოცემულ საქმეზე დაზარალებული მხოლოდ 118 პირი არ ყოფილა და განეხორციელებინა კომპლექსური ღონისძიებები თითოეული დაზარალებულის ინდივიდუალური მონაცემების შეგროვების მიზნით.

სტრასბურგის სასამართლომ გაიზიარა საქართველოს მთავრობის მიერ კომპენსაციის თაობაზე 2014-2016 წლებში წარდგენილი არგუმენტები და ჩათვალა, რომ მორალური კომპენსაცია ეკუთვნოდა საქართველოს სულ ცოტა 1500 მოქალაქეს, რადგან დანარჩენებს ან რუსეთის მოქალაქეობა ჰქონდათ მიღებული, ან მესამე სახელმწიფოს მოქალაქეები იყვნენ და არა - საქართველოსი, ან კიდევ ცალკე ჰქონდათ იმავე საკითხზე ევროპული სასამართლოს წინაშე ინდივიდუალური საჩივარი წარდგენილი ან კიდევ მიყენებული ზიანი რეალური არ იყო და სხვ.

ამიერიდან ამ გადაწყვეტილების აღსრულების პროცედურა ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტში გაგრძელდება და საქართველოს იუსტიციის სამინისტრო, საგარეო საქმეთა სამინისტროსთან ერთად, ყველაფერს გააკეთებს, რათა რუსეთმა დროულად აღასრულოს გადაწყვეტილება და გადაუხადოს დაზარალებულებს კომპენსაცია.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა