logo2
logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2020 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ხათუნა თოთლაძე ევროპისა და ამერიკის საკითხებში დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო მინისტრს, სერ ალან დანკანს შეხვდა
ხათუნა თოთლაძე ევროპისა და ამერიკის საკითხებში დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო მინისტრს, სერ ალან დანკანს შეხვდა
15:35 30.01.2019
ბრიტანეთის საგარეო და თანამეგობრობის ოფისში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ხათუნა თოთლაძისა და ევროპისა და ამერიკის საკითხებში დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო მინისტრის, სერ ალან დანკანის შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრის ფარგლებში ძირითადი ყურადღება დაეთმო 28-29 იანვარს, ქ. ლონდონში მიმდინარე კონსულტაციებს საქართველო-დიდ ბრიტანეთს შორის ორმხრივი ხელშეკრულების თაობაზე, რომელსაც განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ორ ქვეყანას შორის შემდგომი ურთიერთობებისათვის, ევროკავშირიდან დიდი ბრიტანეთის გასვლის გათვალისწინებით. მხარეებმა აღნიშნეს ორ ქვეყანას შორის უკვე არსებული სტრატეგიული პარტნიორობა და მჭიდრო თანამშრომლობა, რომელიც პასუხობს საქართველოსა და დიდი ბრიტანეთის საერთო ღირებულებებს, ინტერესებსა და გამოწვევებს, მათ შორის კანონზე დაფუძნებული საერთაშორისო სისტემის დაცვის თვალსაზრისით.

შეხვედრისას ხაზი გაესვა რუსეთის ფედერაციის მხრიდან მომავალ საფრთხეებს და ამ კონტექსტში აღინიშნა უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის გააქტიურების აუცილებლობა როგორც რეგიონულ, ისე საერთაშორისო დონეზე. შეხვედრაზე აგრეთვე აღინიშნა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების კუთხით არსებული მძიმე მდგომარეობა.

შეხვედრაზე ევროპისა და ამერიკის საკითხებში დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო მინისტრმა, სერ ალან დანკანმა მადლობა გადაუხადა ქართულ მხარეს სოლსბერის თავდასხმის საკითხზე გაწეული სოლიდარობისა და საქართველოში ბრიტანელი მოქალაქის ჯეკ შეპარდის დაკავების მიზნით ბრიტანულ სამართალდამცავ სტრუქტურებთან აქტიური თანამშრომლობისთვის. თავის მხრივ, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ხათუნა თოთლაძემ ბრიტანულ მხარეს გადაუხადა მადლობა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერისათვის.

საქართველოს მხრიდან შეხვედრას ესწრებოდნენ დიდ ბრიტანეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი თამარ ბერუჩაშვილი და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, გენადი არველაძე, ხოლო დიდი ბრიტანეთის მხრიდან - დიდი ბრიტანეთის საგარეო და თანამეგობრობის ოფისის მთავარი მომლაპარაკებელი აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებთან, სარა კროფტი.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ზაზა აბაშიძე: 2020 წელს დიდი გეგმებით ვხვდებით
16:57 08.01.2020
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, როგორც ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი სამეცნიერო ცენტრი
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა