ჯოზეპ ბორელ ფონტელესი: ესპანეთი საქართველოს უსაფრთხო ქვეყანად მიიჩნევს
ჯოზეპ ბორელ ფონტელესი: ესპანეთი საქართველოს უსაფრთხო ქვეყანად მიიჩნევს
00:07 30.01.2019
ესპანეთის სამეფოში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელთან დავით ზალკალიანთან შეხვედრის შემდგომ გამართულ პრესკონფერეციაზე ესპანეთის საგარეო საქმეთა, თანამშრომლობისა და ევროკავშირის მინისტრმა ჯოზეპ ბორელ ფონტელესმა მიგრაციასთან და მიგრაციულ პრობლემებთან დაკავშირებით ისაუბრა. მან ყურადღება გაამახვილა პოზიტიური მიგრაციის ფაქტორზეც, როდესაც ესპანეთში სწავლის მსურველი სტუდენტები ჩადიან და ასევე ისაუბრა საქართველოს მოქალაქეების მხრიდან თავშესაფრის მოთხოვნის ფაქტებზე, რაც მისი განცხადებით, ხშირ შემთხვევაში უკავშირდება საქართველოს მოქალაქეების არასწორ ინფორმირებულობას, თითქოს ესპანეთში ცხოვრების უფლებისა და თავშესაფრის მოპოვება მარტივია.



”თავშესაფრის მოთხოვნა იმას ნიშნავს, რომ შენს ქვეყანაში იდევნები პოლიტიკურ თუ რელიგიურ ნიადაგზე და ითხოვ საერთაშორისო დაცვას, თუმცა ჩვენ ვიცით, რომ ბოლო წლების განმავლობაში პოლიტიკური ვითარება საქართველოში სტაბილურია და ის უსაფრთხო ქვეყნად მიგვაჩნია, შესაბამისად არასწორია მოქალაქეების შეცდომაში შეყვანა და იმის მტკიცება, რომ ესპანეთში თავშესაფრის მოპოვება ადვილია და საჭიროა მხოლოდ პოლიტ.დევნილის სტატუსის მოპოვება. არსებული მდგომარეობა მიუთითებს იმაზე, რომ მოქალაქეები შეცდომაში შეყავთ. იმედი მაქვს რომ ეს ნაკადი შეწყდება და მოქალაქეები არ დაიხარჯებიან იმ მიზნისთვის, რომლის მიღწევაც შეუძლებელია“ - განაცხადა პრეს-კონფერენციაზე ესპანეთის სამეფოს საგარეო საქმეთა, თანამშრომლობისა და ევროკავშირის მინისტრმა ჯოზეპ ბორელ ფონტერესმა.
ბეჭდვა