logo2
logo2
logo2
არქივი
« დეკემბერი 2019 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
logo2
logo2
სოფო კილაძე მაჟორიტარ დეპუტატებთან ერთად ზუგდიდისა და ხობის მუნიციპალიტეტების მოსახლეობას შეხვდა
სოფო კილაძე მაჟორიტარ დეპუტატებთან ერთად ზუგდიდისა და ხობის მუნიციპალიტეტების მოსახლეობას შეხვდა
18:51 28.01.2019
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ რეგიონალური შეხვედრების კვირეული ზუგდიდისა და ხობის მუნიციპალიტეტების მოსახლეობასთან შეხვედრებით დაიწყო. სოფო კილაძის შეფასებით, შეხვედრების მიზანი ერთი მხრივ, მოქალაქეების ინფორმირებაა კომიტეტის მიერ განხორციელებული რეფორმების შესახებ, ხოლო მეორე მხრივ, მნიშვნელოვანია დეპუტატებმა უშუალოდ პირველწყაროდან მოისმინონ მოსახლეობის გასაჭირი, მათი წინადადებები და მოსაზრებები.

შეხვედრებზე, მაჟორიტარმა დეპუტატემბა მერაბ ქვარაიამ და ირაკლი ბერაიამ კომიტეტის საქმიანობა მიმოიხილეს და მოქალაქეებთან ხშირი ურთიერთობის აუცილებლობაზე ისაუბრეს.

კომიტეტის თავმჯდომარემ შეხვედრებზე იმ ორ ძირითად რეფორმაზე გაამახვილა ყურადღება, რომელიც კომიტეტმა 2018 წელს გაატარა. „სოციალური მუშაკის ინსტიტუციური რეფორმით, სახელმწიფო მყისიერ ინტერვენციას განახორციელებს ჩვენი საზოგადოების ყველაზე მოწყვლადი ჯგუფების პრობლემის აღმოსაფხვრელად, ხელს შეუწყობს და დაეხმარება მათ მომავალ თვითგანვითარებაში“- აღნიშნა სოფო კილაძემ. მან, ასევე, ისაუბრა ოჯახში ძალადობის პრევენციისკენ მიმართულ საკანონმდებლო პაკეტზე, რომელშიც მეტი აქცენტი ოჯახური დანაშაულის თავიდან აცილების მექანიზებზეა გაკეთებული, ვიდრე დასჯაზე.

„მოსახლეობამ უნდა იცოდეს, რომ თითოეული რეფორმა მათთვის ხელშესახები გახდება, მათი უფლებების დაცვისკენ და კეთილდღეობისკენ იქნება მიმართული. ამიტომ მნიშვნელოვანია, ხელისუფლების წარმომადგენლები ვესაუბრებოდეთ ჩვენს მოქალაქეებს იმ კონკრეტული სიკეთეების და სერვისების შესახებ, რომელსაც ესა თუ ის საკანონმდებლო ცვლილებები მათ მოუტანს. სწორედ ამიტომ ვართ ჩვენ დღეს აქ. სწორედ ესაა ჩვენი შეხვედრების მთავარი მიზანი“ - აღნიშნა კომიტეტის თავმჯდომარემ.

რეგიონალურ შეხვედრებს კომიტეტი ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მხარდაჭერითა და ბრიტანეთის მთავრობის UK Aid-ის ფინანსური ხელშეწყობით მართავს.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა