დავით ზალკალიანი ესპანეთის სენატის თავმჯდომარეს შეხვდა
დავით ზალკალიანი ესპანეთის სენატის თავმჯდომარეს შეხვდა
18:31 28.01.2019
ესპანეთსა და საქართველოს შორის არსებულ პარტნიორულ ურთიერთობებს გაესვა ხაზი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანისა და ესპანეთის სენატის თავმჯდომარის პიო გარსია ესკუდერო-მარკესის შეხვედრის დროს.

საგარეო უწყების ინფორმაციით, მხარეებმა კმაყოფილებით აღნიშნეს ის პოლიტიკური და პრაქტიკული ურთიერთმხარდაჭერა, რასაც ორივე ქვეყანა ავლენს როგორც ორმხრივ, ასევე მრავალმხრივი ურთიერთობების ფორმატებში.

მაღალი შეფასება მიეცა საქართველოს პროგრესს ევროპული და ევოატლანტიკური მიზნების რეალიზაციის გზაზე და სენატის თავმჯდომარის მხირდან კიდევ ერთხელ დადასტურდა საქართველოს ევროპული და ევრო-ატლნატიკური ინტეგრაციის მხარდაჭერა, რაც მისი შეფასებით მნიშვნელოვანია თავად ევროპის უსაფრთხოებისა და სტაბილურობისთვის.

საუბარი შეეხო ევროპასა და რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოს, საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა სენატის თავმჯდომარეს მიაწოდა ინფორმაცია ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარების შესახებ, ასევე გააცნო საქართველოს სამშვიდობო პოლიტიკა. კიდევ ერთხელ დადასტურდა ესპანეთის მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერა, თავის მხრივ ესპანეთმა მადლობა გადაუხადა საქართველოს კატალონიის პროცესთან დაკავშირებით ესპანეთის ტერიტროული მთლიანობის მხარდაჭერისთვის.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა ესპანეთსა და საქართველოს შორის საპარლამენტო დონეზე თანამშრომლობის გაღრმავების აუცილებლობას, ამ მიმართულებით დადებითად შეფასდა მიმდინარე წელს ესპანეთის სამეფოში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის დაგეგმილი ვიზიტი, რაც ხელს შეუწყობს საპარლამენტო თანამშრომლობის განვითარების მიმართულებით კონკრეტული გეგმის დასახვას.


ესპანეთის სენატის თავმჯდომარის მხრიდან მაღალი შეფასება მიეცა საქარველოს საკონსტიტუციო ცვლილებებს, რომელმაც მნიშვნელოვნად გაზარდა საპარლამენტო როლი სახელმწიფოს მმართველობაში, რაც წინ გადადგმული ნაბიჯია საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზაზე.

მხარეებმა გამოთქვეს მზაობა მომავალშიც განაგრძონ აქტიური თანამშრომლობა ორი ქვეყნის ურთიერთობების შემდგომი გაღრმავებისთვის.
ბეჭდვა