logo2
logo2
logo2
არქივი
« ნოემბერი 2019 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30
logo2
logo2
დავით ზალკალიანი არგენტინის ტურიზმის მინისტრს შეხვდა
დავით ზალკალიანი არგენტინის ტურიზმის მინისტრს შეხვდა
13:59 26.01.2019
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა ესპანეთში ვიზიტის ფარგლებში ქ. მადრიდში არგენტინის რესპუბლიკის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა, სადაც შეხვედრა გამართა არგენტინის რესპუბლიკის ტურიზმის მინისტრთან გუსტავო სანტოსთან. ღონისძიებას ასევე ესწრებოდა გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივანი ზურაბ პოლოლიკაშვილი.



დავით ზალკალიანმა გუსტავო სანტოსთან მიმოიხილა საქართვ​ელო-არგენტინის ორმხრივი ურთიერთობების დღის წესრიგში არსებული საკითხები და ხაზი გაუსვა საქართველოსთვის ლათინური ამერიკის ქვეყნებთან თანამშრომლობის განვითარების პრიორიტეტულობას. საუბარი ასევე შეეხო ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის დიდ პოტენციალს. მინისტრებმა კმაყოფილებით აღნიშნეს, რომ მიმდინარე წელს დაგეგმილია საქართველოსა და არგენტინას შორის ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმება.



როგორც გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივნის, ასევე არგენტინის რესპუბლიკის ტურიზმის მინისტრის მხრიდან უაღრესად დადებითად შეფასდა საქართველოს ტურისტული პოტენციალი და ის მზარდი დაინტერესება, რასაც საქართველო, როგორც ტურისტული დანიშნულების ქვეყანა, იძენს საერთაშორისო ვიზიტორების, მათ შორის, ესპანელი ტურისტების მხრიდან.



აღსანიშნავია, რომ ვიზიტის ფარგლებში მინისტრი მოინახულებს ტურიზმის საერთაშორისო გამოფენას “FITUR”, რომელიც ესპანეთის მეფემ გახსნა და სადაც საქართველო არის წარმოდგენილი სხვადასხვა რეგიონის პავილიონით. აღსანიშნავია, რომ გამოფენის გახსნის ცერემონიაზე გაეროს ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა ესპანეთის მეფეს ორგანიზაციის სიგელი გადასცა მსოფლიოში ტურიზმის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის. არგენტინის მიღებაზე მინისტრებმა ასევე ისაუბრეს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის დაგეგმილ ვიზიტზე არგენტინასა და ლათინური ამერიკის ქვეყნებში.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა