logo2
logo2
logo2
არქივი
logo2
logo2
დავით ზალკალიანი ესპანეთის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა
დავით ზალკალიანი ესპანეთის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა
23:48 25.01.2019
საქართველოსა და ესპანეთს შორის სამართალდაცვით სფეროში არსებულ თანამშრომლობაზე გაამახვილეს ყურადღება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავითზალკალიანმა და ესპანეთის სამეფოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, ფერნანდო გრანდე-მარლასკამ მადრიდში გამართული შეხვედრისას, სადაც საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელი ვიზიტით იმყოფება.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ესპანურმა მხარემ კმაყოფილებით აღნიშნა დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის საქმეში ქართველ სამართალდამცავებთან წარმატებული თანამშრომლობის მაგალითები. ამ მიმართულებით მინისტრებმა დადებითი შეფასება მისცეს ესპანეთსა და საქართველოში პოლიციის ატაშეების საქმიანობას.

შეხვედრაზე მხარეებმა კიდევ ერთხელ დააფიქსირეს მზაობა გააღრმაონ თანამშრომლობა სხვადასხვა სხვადასხვა მიმართულებით. დადებითად შეაფასეს დეკლარაცია, რომელიც საქართველოს კრიმინალურ პოლიციასა დაესპანეთის სამოქალაქო გვარდიას შორის გაფორმდება და რომლის ხელმოწერაც დაგეგმილია ორი ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრების შეხვედრის დროს.

საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ესპანურ მხარეს ინფორმაცია მიაწოდა საქართველოში მიმდინარე რეფორმების შესახებ. დავით ზალკალიანმა ხაზი გაუსვა ქვეყანაში უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიმართულებით საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმულ ნაბიჯებს, რასაც მაღალი შეფასება ეძლევა პარტნიორების მხრიდან. საუბარი შეეხო საქართველოს მნიშვნელოვან პროგრესს ევროიტეგრაციის მიმართულებით.

დავით ზალკალიანმა ესპანეთის შინაგან საქმეთა მინისტრს ინფორმაცია მიაწოდა იმ მაღალი დონის ფორმატების შესახებ, რაც საქართველოს ევროკავშირთან გააჩნია და განსაკუთრებით აღნიშნა უსაფრთხოების სფეროში ევროკავშირთან მაღალი დონის დიალოგი და საქართველოს მნიშვნელოვანი ჩართულობა საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროცესში.

ვიზალიბერალიზაციის პროცესზე საუბრისას კიდევ ერთხელ ხაზი გაესვა საქართველოსთვის უვიზო რეჟიმი მინიჭების როგორც პრაქტიკულ, ისე პოლიტიკურ მნიშვნელობას. დადებითად შეფასდა ამ მიმართულებით საქართველოს მიერ გაწეული ძალისხმევა და აღინიშნა, რომ ქვეყანა ეფექტურად ასრულებს ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმით აღებულ ვალდებულებებს. მინისტრმა ყურადღება გაამახვილა იმ პრაქტიკულ სიკეთეებზე,რაც ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლამ მოიტანა, განსაკუთრებით, ბიზნეს კავშირების განვითარების თვალსაზრისით.

შეხვედრაზე აღინიშნა საქართველოსა და ესპანეთის წარმატებული თანამშრომლობა საქართველო-ევროკავშირის რეადმისიის შეთანხმების იმპლემენტაციის კუთხით. ესპანურმა მხარემ დადებითად შეაფასა ამ მხრივ საქართველოს მთავრობის მიერ გატარებული ღონისძიებები. მათ შორის, დადებითი შეფასება მიეცა ევროკავშირში საქართველოდან თავშესაფრის მაძიებელთა მოთხოვნის ზრდის და თავშესაფრის მაძიებლის სტატუსის ბოროტად გამოყენების ფაქტების პრევენციისთვის ქართული მხარის მიერ გადადგმულ ნაბიჯებს. მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა მომვალშიც აქტიურად ითანამშრომლონ ამ მიმართულებით.

შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო ორმხრივი თანამშრომლობის საკითხთა ფართო სპექტრს. საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა მადლობა გადაუხადა ესპანეთს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური არჩევანის მხარდაჭერისათვის.

დავით ზალკალიანმა საქართველოს ვიცე-პრემიერისა და შინაგან საქმეთა მინისტრის სახელით ესპანეთის შინაგან საქმეთა მინისტრი საქართველოში მოიწვია.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა
ინტერვიუ
ექსკლუზიური ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: სიტუაცია ძალიან რთულია და სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს დიდი შესაძლებლობები წინ აღვუდგეთ ამ პროცესს
13:15 28.02.2019
ბაქოში მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ინტერვიუ მისცა აზერბაიჯანის სახელმწიფო
ინტერვიუ
ინტერვიუ რუსეთში ნატოს ყოფილ წარმომადგენელთან: ტრამპმა მითითება გასცა, რომ ალიანსში საქართველოსა და უკრაინის მიღების მიზნით გამოსავალი იპოვონ
14:19 15.02.2019
ნატოს ექს-წარმომადგენელი რუსეთში ჰარი ტაბახი უკრაინული გამოცემა «Апостроф»-ის კორესპონდენტის ეკატერინე
ინტერვიუ
ინტერვიუ გენერალ ბენ ჰოჯესთან: საქართველოს 20% ოკუპირებულია, მაგრამ ნატოს მისთვის წევრობის შეთავაზებისთვის პრეცედენტი აქვს... და ეს გერმანიაა
13:01 12.02.2019
შავი ზღვის უსაფრთხოება აღმოსავლეთ ევროპის სტაბილურობის ერთ-ერთი საფუძველია. უკრაინაში რუსეთის აგრესიის