logo2
logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2019 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31
logo2
logo2
თბილისის მერის მოადგილე ევროპის ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის ასოციაციაში ინგოროყვას კლინიკის გაწევრიანების ცერემონიას დაესწრო
თბილისის მერის მოადგილე ევროპის ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის ასოციაციაში ინგოროყვას კლინიკის გაწევრიანების ცერემონიას დაესწრო
17:55 25.01.2019
ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკა 2019 წლიდან ევროპის ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის ასოციაციის ოფიციალური წევრი გახდა. კლინიკის ოფიციალური გაწევრიანების ცერემონიას თბილისის მერის მოადგილე სოფიო ხუნწარია და ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროსი გელა ჩივიაშვილი დაესწრნენ.

ღონისძიებაზე ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის ცენტრმა, რომელიც აღნიშნული სამედიცინო მომსახურების ერთადერთი მიმწოდებელია საქართველოში დარგის სპეციალისტებსა და სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებს გასული წლის ანგარიში წარუდგინა.

თბილისის მერის მოადგილემ კი მუნიციპალიტეტის მხრიდან განხორციელებულ პროექტებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით, მუშაობას მერია მომავალშიც აქტიურად განაგრძობს.

„მინდა, მივულოცო ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკას, რომელიც 2019 წლიდან ევროპის ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის ასოციაციის ოფიციალური წევრი გახდა. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია ინგოროყვას კლინიკასთან 2017 წლიდან თანამშრომლობს - იმ პერიოდიდან, როდესაც მუნიციპალიტეტში ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის პროგრამა პირველად დაინერგა. 164 პაციენტია, რომელსაც თბილისის მერია მოემსახურა და ოპერაცია დაუფინანსა. აქედან 52 ოპერაცია სწორედ ინგოროყვას კლინიკაში განხორციელდა. ღეროვანი უჯრედების გადანერგვას ამჯერად, ახალი კომპონენტი - ღვიძლის ტრანსპლანტაციის პროგრამა დაემატა, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია“, - განაცხადა სოფიო ხუნწარიამ.

თბილისის მერიამ ლეიკემიისა და სხვა ონკოჰემატოლოგიური დაავადების მქონე პაციენტებისთვის ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის პროგრამა 2015 წელს დაიწყო, რომლის ფარგლებში, ძვლის ტვინის (ღეროვანი უჯრედების) გადანერგვა და რეაბილიტაცია ფინანსდება.

თბილისის მერიის ინფორმაციით, დედაქალაქის ბიუჯეტიდან, ოთხი წლის განმავლობაში, აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, 164 პაციენტი დაფინანსდა. თბილისის მერია მაღალდოზირებულ ქიმიოთერაპიას, ძვლის ტვინის (ღეროვანი უჯრედების) ტრანსპლანტაციის წინა კვლევებს, უშუალოდ ტრანსპლანტაციასა და მისი შემდგომი პერიოდის მართვას აფინანსებს. დღეისთვის, ერთი პაციენტის მკურნალობის სრული კურსის დაფინანსება 125–დან 235 ათასი ლარის ფარგლებში მერყეობს.

პროგრამის დაწყებამდე ღეროვანი უჯრედების გადანერგვის ოპერაცია საქართველოში არ ხორციელდებოდა და პაციენტების დაფინანსება, მათ მიერ არჩეულ უცხოეთის კლინიკებში ხდებოდა. 2017 წლიდან კი, ძვლის ტვინის ტრანსპლანტაცია საქართველოშიც დაიწყო და თბილისის მერიის „ტრანსპლანტაციის პროგრამაში“ მაღალი სამედიცინო ტექნოლოგიების ცენტრი – ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკა ჩაერთო, სადაც დღეისთვის, ძვლის ტვინის ტრანსპლანტაცია წარმატებით ხორციელდება.

თბილისის მერიამ ინგოროყვას კლინიკაში, ორი წლის განმავლობაში, პროგრამით გათვალისწინებული მომსახურება 52 პაციენტს დაუფინანსა.

2018 წლიდან ტრანსპლანტაციის პროგრამას ღვიძლის გადანერგვის კომპონენტი დაემატა, რომელიც საქართველოში წარმატებით ხორციელდება და დღეისთვის, თბილისის მერიას შვიდი პაციენტი ჰყავს დაფინანსებული. ერთი პაციენტის დასაფინანსებლად, თბილისის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახური 60 000 ლარს გამოყოფს.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა
ინტერვიუ
ექსკლუზიური ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: სიტუაცია ძალიან რთულია და სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს დიდი შესაძლებლობები წინ აღვუდგეთ ამ პროცესს
13:15 28.02.2019
ბაქოში მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ინტერვიუ მისცა აზერბაიჯანის სახელმწიფო
ინტერვიუ
ინტერვიუ რუსეთში ნატოს ყოფილ წარმომადგენელთან: ტრამპმა მითითება გასცა, რომ ალიანსში საქართველოსა და უკრაინის მიღების მიზნით გამოსავალი იპოვონ
14:19 15.02.2019
ნატოს ექს-წარმომადგენელი რუსეთში ჰარი ტაბახი უკრაინული გამოცემა «Апостроф»-ის კორესპონდენტის ეკატერინე
ინტერვიუ
ინტერვიუ გენერალ ბენ ჰოჯესთან: საქართველოს 20% ოკუპირებულია, მაგრამ ნატოს მისთვის წევრობის შეთავაზებისთვის პრეცედენტი აქვს... და ეს გერმანიაა
13:01 12.02.2019
შავი ზღვის უსაფრთხოება აღმოსავლეთ ევროპის სტაბილურობის ერთ-ერთი საფუძველია. უკრაინაში რუსეთის აგრესიის