logo2
logo2
logo2
არქივი
« დეკემბერი 2019 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
logo2
logo2
ბახტაძე: ბევრი მეზობელი გვთხოვს, დავეხმაროთ რეფორმების განხორციელებაში
ბახტაძე: ბევრი მეზობელი გვთხოვს, დავეხმაროთ რეფორმების განხორციელებაში
15:34 25.01.2019
2019 წელი დავოსში ჩვენთვის განსაკუთრებით წარმატებული იყო და დარწმუნებული ვარ, ის ეკონომიკური პოლიტიკა , რომელსაც ვახორციელებთ, კიდევ უფრო მეტ წარმატებას მოგვიტანს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე ვიზიტის შეჯამებისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ გაიმართა შეხვედრები როგორც ბიზნეს- ასევე, პოლიტიკურ ლიდერებთან და ძალიან სასიხარულოა, რომ ყველა ეკონომიკურ პანელზე აღინიშნა საქართველოს წარმატება.

"საქართველო მოჰყავთ ყველაზე წარმატებული ქვეყნის მაგალითად, რომელმაც განიცადა როგორც დემოკრატიული, ასევე ეკონომიკური ტრანსფორმაცია. ჩემთვის ძალიან საამაყოა ამის მოსმენა. ჩვენი ბევრი მეზობელი გვთხოვს, დავეხმაროთ იმ რეფორმების განხორციელებაში, რომელიც საქართველოში უკვე შედგა. ჩვენ გამოვიყენეთ ეს შესაძლებლობა და გვქონდა ძალიან მნიშვნელოვანი მოლაპარაკებები კომპანიებთან, რომლებიც საქართველოში გეგმავენ პირდაპირი უცხოურ ინვესტიციების განხორციელებას. ყველა სექტორში არსებობს დაინტერესება, დაწყებული სამომხმარებლო პროდუქციით, დამთავრებული ენერგეტიკით. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ მაღალი ტექნოლოგიების სექტორში მომუშავე კომპანიები ძალიან მნიშვნელოვნად წინაპირობად აღიქვამენ იმ კანონმდებლობას, რომლის შემოღებას წლის მეორე ნახევრიდან ვაპირებთ. სამწუხაროდ, ბოლო წლებში განებივრებული არ ვართ მაღალტექნოლოგიური ინვესტიციებით და ჩემთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ სწორედ მაღალტექნოლოგიური კომპანიებიდან მივიღოთ ინვესტიციები საქართველოში", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერის ინფორმაციით, ასევე ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრები გაიმართა განათლების რეფორმასთან დაკავშირებით, რაც კავშირშია იმასთან, რომ საქართველოში დაიწყოს ამ თვალსაზრისით ინოვაციების განვითარება და საქართველოს აქვს ძალიან მნიშვნელოვანი მხარდაჭერა.

"ყველაზე მნიშვნელოვანი გზავნილი ჩვენი მხრიდან იყო ის, რომ საქართველოს აქვს ყველა წინაპირობა, გახდეს რეგიონის ეკონომიკური ცენტრი და დადებითი უკუკავშირი მივიღეთ ამ სტრატეგიასთან დაკავშირებით. საქართველო აუცილებლად გახდება ჩვენი რეგიონისთვის ეკონომიკური ცენტრი, რაც ნიშნავს იმას, რომ ჩვენ შევძლებთ მეტი სამუშაო ადგილების შექმნას და შედეგად - სიღარიბის დაძლევას", - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

მთავრობის მეთაურმა ასევე შეაჯამა ფორუმის ფარგლებში გამართული მნიშვნელოვანი პოლიტიკური შეხვედრები და განაცხადა, რომ კიდევ ერთხელ აღინიშნა ის ხელშესახები პროგრესი, რომელიც საქართველოს აქვს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე.

"ჩვენ ერთმნიშვნელოვანი მხარდამჭერი გზავნილები კიდევ ერთხელ მოვისმინეთ ჩვენი ყველა მეგობარი ქვეყნისგან და მინდა, მათ ამისთვის განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო. 2018 წელი იყო ძალიან მნიშვნელოვანი და გვქონდა ძალიან ხელშესახები პროგრესი როგორც ევროპულ, ასევე ევროატლანტიკურ გზაზე და დარწმუნებული ვარ, 2019 წელი იქნება კიდევ უფრო წარმატებული", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა