პრემიერ-მინისტრი დავოსში ავღანეთის მთავარ აღმასრულებელს შეხვდა
პრემიერ-მინისტრი დავოსში ავღანეთის მთავარ აღმასრულებელს შეხვდა
19:31 24.01.2019
საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში ავღანეთის ისლამური რესპულიკის მთავარ აღმასრულებელს აბდულა აბდულაჰს შეხვდა.

პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, საუბრისას ყურადღება დაეთმო რეგიონში მიმდინარე პროცესებს და საქართველოს პოზიტიურ როლს.

ავღანეთის მთავარმა აღმასრულებელმა საქართველოს მადლობა გადაუხადა მტკიცე მხარდაჭერის მისიაში მონაწილეობისთვის და ქართველი სამხედროების პროფესიონალიზმს მაღალი შეფასება მისცა.

მხარეებმა ასევე ისაუბრეს სატრანსპორტო დერეფნების განვითარებაზე და ხაზი გაუსვეს "ლაპის ლაზულის", როგორც წარმატებული პროექტის როლსა და მნიშვნელობას.

შეხვედრას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი დაესწრო.

ბეჭდვა