სოფიო ქაცარავა: სრულ მხარდაჭერას ვუცხადებ და წარმატებას ვუსურვებ ვენესუელელ ხალხს
სოფიო ქაცარავა: სრულ მხარდაჭერას ვუცხადებ და წარმატებას ვუსურვებ ვენესუელელ ხალხს
19:02 24.01.2019
“სრულ მხარდაჭერას ვუცხადებ და წარმატებას ვუსურვებ ვენესუელელ ხალხს და მათ დროებით პრეზიდენტს ხუან გუაიდოს ქვეყნის დამოუკიდებლობის, დემოკრატიული განვითარების და თავისუფლებისთვის ბრძოლაში!”- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, სოფო ქაცარავა აცხადებს.

„იმედი მაქვს, რომ ვენესუელის ლეგიტიმური მთავრობა იმოქმედებს საერთაშორისო სამართლის პრინციპებით, რაც, მათ შორის, ითვალისწინებს ქვეყნების სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და საზღვრების ურღვევობის პრინციპის მხარდაჭერას“-აცხადებს დეპუტატი.

ბეჭდვა