logo2
logo2
logo2
არქივი
« ნოემბერი 2019 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30
logo2
logo2
პრემიერ-მინისტრი ვილნიუსის უნივერსიტეტის სტუდენტებს საქართველოში მიმდინარე რეფორმებსა და ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესზე ესაუბრა
პრემიერ-მინისტრი ვილნიუსის უნივერსიტეტის სტუდენტებს საქართველოში მიმდინარე რეფორმებსა და ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესზე ესაუბრა
20:02 21.01.2019
საქართველოში მიმდინარე რეფორმებზე, ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესზე ესაუბრა საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ვილნიუსის უნივერსიტეტის ქართველ და ლიეტუველ სტუდენტებს, რომლებიც ქართულ ენას სწავლობენ.

მთავრობის მეთაურმა საუბრისას ყურადღება გაამახვილა განათლების ფუნდამენტური რეფორმისა და ადამიანური კაპიტალის განვითარების მნიშვნელობაზე, რაც ქვეყნის წარმატების უმთავრესი წინაპირობაა. პრემიერმა სტუდენტებს ინფორმაცია მიაწოდა განათლების სფეროში დაგეგმილი სიახლეების შესახებ, რომელიც სისტემის ყველა საფეხურს შეეხება.

მამუკა ბახტაძემ ასევე ხაზი გაუსვა საქართველოს მიღწევებს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე და აღნიშნა, რომ ევროპა არის საქართველოს ცივილიზაციური არჩევანი და ერთადერთი ოჯახი, რომელსაც ჩვენი ქვეყანა ისტორიულად ეკუთვნის.

პრემიერმა კმაყოფილება გამოთქვა, რომ სულ უფრო მეტი ქართველი სტუდენტი ირჩევს ლიეტუვას უმაღლესი განათლების მისაღებად, ასევე მადლობა გადაუხადა ლიეტუველ სტუდენტებს, რომლებიც ვილნიუსის უნივერსიტეტში ქართულ ენას სწავლობენ.

მთავრობის მეთაურმა ასევე ისაუბრა სხვადასხვა სფეროში, მათ შორის "სტარტაპების" განვითარების კუთხით, ლიეტუვის წარმატებული გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობაზე.

პრემიერ-მინისტრისა და სტუდენტების შეხვედრა, ვილნიუსის უნივერსიტეტის მე-16 საუკუნის ბიბლიოთეკაში, კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. მამუკა ბახატაძემ როგორც ქართველი, ისე ლიეტუველი სტუდენტების კითხვებს უპასუხა.
შეხვედრამდე პრემიერმა უნივერსიტეტის სამკითხველო დარბაზი და წმინდა იოანეს ტაძარი დაათვალიერა, ასევე საპატიო სტუმართა წიგნში სამახსოვრო ჩანაწერი გააკეთა.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა