საქართველოს ელჩი უნგრეთის თავდაცვის მინისტრს შეხვდა
საქართველოს ელჩი უნგრეთის თავდაცვის მინისტრს შეხვდა
17:44 21.01.2019
საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ზაალ გოგსაძემ შეხვედრა გამართა უნგრეთის თავდაცვის მინისტრთან ტიბორ ბენკოსთან.

საგარეო უწყების ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და უნგრეთს შორის თავდაცვის სფეროში არსებული ურთიერთობები და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები დასახეს. საქართველოს ელჩმა მადლობა გადაუხადა მინისტრს აქტიური თანამშრომლობისა და როგორც ორმხრივი, ასევე მრავალმხრივი ფორმატებში საქართველოს მხარდაჭერისათვის.

უნგრეთის მხარემ კვლავ დაადასტურა მხარდაჭერა საქართველოს ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის მიმართ. ასევე, აღინიშნა საქართველოს მნიშვნელოვანი წვლილი საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროცესში.

ბეჭდვა