ვახტანგ მახარობლიშვილი ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობის პერიოდში რუმინეთის პრიორიტეტების გასაცნობად გამართულოფიციალურ მიღებას დაესწრო
ვახტანგ მახარობლიშვილი ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობის პერიოდში რუმინეთის პრიორიტეტების გასაცნობად გამართულოფიციალურ მიღებას დაესწრო
16:25 21.01.2019
თბილისში ევროკავშირის საბჭოს მიმდინარე თავმჯდომარე ქვეყნის რუმინეთის საელჩოს მიერ ორგანიზებული ოფიციალური მიღება გაიმართა ,რომელზეც ელჩმა დამსწრე საზოგადოებას თავმჯდომარეობის პერიოდში, 2019 წლის 1 იანვრიდან 30 ივნისამდე, ქვეყნის მთავარისამოქმედო პრიორიტეტები გააცნო .

მიღებაზე სიტყვით გამოვიდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ვახტანგ მახარობლიშვილი, რომელმაც მიულოცა და წარმატებაუსურვა რუმინეთის თავმჯდომარეობას ძალზედ საპასუხისმგებლო მისიის შესრულებაში.

სიტყვით გამოსვლისას მინისტრის მოადგილე მიესალმა იმ ფაქტს, რომ რუმინეთის თავმჯდომარეობის პროგრამაში ,,აღმოსავლეთ პარტნიორობას“ერთ-ერთი წამყვანი ადგილი უკავია და ამასთანავე, განსაკუთრებული აქცენტი შავი ზღვის უსაფრთხოებაზეა გაკეთებული. ვახტანგ მახარობლიშვილმამადლობა გადაუხადა რუმინეთს საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერისთვის და ძალისხმევისთვის,,აღმოსავლეთ პარტნიორობის“ განვითარებისა და გაღრმავების კუთხით, მათ შორის თავმჯდომარეობის პერიოდში დაგეგმილი მრავალრიცხოვანიღონისძიებებისთვის. მინისტრის მოადგილემ იმედი გამოთქვა, რომ რუმინეთის თავმჯდომარეობა ხელს შეუწყობს საქართველოს ევროკავშირთანკიდევ უფრო მეტ დაახლოებას.

ამასთანავე, ვახტანგ მახარობლიშვილმა მიმოიხილა საქართველოსა და რუმინეთს შორის არსებული ორმხრივი ურთიერთობები და ხაზი გაუსვასხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობას.

ბეჭდვა