logo2
logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2019 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31
logo2
logo2
მამუკა ბახტაძე: საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების საგზაო რუკას, ჩვენს ევროპელ მეგობრებს უახლოეს მომავალში წარვუდგენთ
მამუკა ბახტაძე: საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების საგზაო რუკას, ჩვენს ევროპელ მეგობრებს უახლოეს მომავალში წარვუდგენთ
14:31 21.01.2019
"სიმბოლურია, რომ ჩვენი ვიზიტი საქართველოსა და ლიეტუვას შორის დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლისთავს ემთხვევა. თუმცა, ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობა ნამდვილად არ დაწყებულა მეოთხედი საუკუნის წინ და გაცილებით უფრო დიდი, მრავალსაუკუნოვანი ისტორია აქვს და ჩვენ ამით ძალიან ვამაყობთ“-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ლიეტუვას პრემიერთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

საქართველოს პრემიერის თქმით, გადაჭარბების გარეშე შეიძლება ითქვას, რომ ლიეტუვა საქართველოს უახლოესი მოკავშირე და მეგობარი ქვეყანაა.

„ჩვენს განსაკუთრებულ ურთიერთობებზე ის გადაწყვეტილებებიც მიუთითებს, რომლებიც გასულ წელს უმნიშვნელოვანეს თარიღებს - საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსებისა და ლეიტუვის სახელმწიფოებრიობის აღდგენის 100 წლისთავს მიეძღვნა, და ამიერიდან ჩვენს ენებში ჩვენი ქვეყნები მათი ავთენტური დასახელებებით - საქართველო და ლიეტუვა - მოიხსენიება.

ჩვენ არაერთხელ გვითქვამს და დღეს კიდევ ერთხელ უნდა დავადასტურო, რომ ჩვენ დიდად ვაფასებთ იმ ერთგულებას, რომელსაც ლიეტუვა წლების განმავლობაში იჩენს საქართველოს მიმართ. ყოველწლიურად მტკიცდება და ღრმავდება თანამშრომლობა და პოლიტიკური დიალოგი ჩვენს ქვეყნებს შორის. სიამოვნებით მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენი თანამშრომლობის პოტენციალი ძალიან დიდია და, შესაბამისად, ჩვენ ვმუშაობთ ახალი მიმართულებების გამოსავლენად. ლიეტუვა „განვითარების სფეროში თანამშრომლობისა" და ევროკავშირის „თვინინგის" პროექტების ფარგლებშიც აქტიურად აგრძელებს თავისი გამოცდილების გაზიარებას, რაც ხელს გვიწყობს რეფორმების განხორციელებაში.

დღევანდელ შეხვედრაზე ჩემს კოლეგას ვესაუბრე ჩვენი ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივებზე, ჩვენ განვიხილეთ მნიშვნელოვანი რეგიონალური ენერგო- და სატრანსპორტო პროექტები, რომელთა ერთობლივი განხორციელება ქვეყნების სატრანზიტო პოტენციალის გაზრდასა და ახალი ბაზრების ათვისებას შეუწყობს ხელს“-განაცხადა პრემიერმა.


მისივე თქმით, ბოლო წლების განმავლობაში მზარდია ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვა, ასევე გაორმაგებულია ვიზიტორთა რიცხვი საქართველოში, რასაც მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი პირდაპირმა საჰაერო მიმოსვლამ ქუთაისსა და ვილნიუსს შორის.

„დარწმუნებული ვარ, ეს ასევე ხელს შეუწყობს სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გააქტიურებას და ბიზნესკონტაქტების კიდევ უფრო გახშირებას.

სასიხარულოა, რომ ღრმავდება ხალხთაშორისი და კულტურული კავშირები, განსაკუთრებით ჩვენს ახალგაზრდებს შორის. სულ უფრო მეტი ქართველი სტუდენტი ირჩევს თქვენს უნივერსიტეტებს სასწავლებლად. ამჟამად, თქვენს უმაღლეს სასწავლებლებში 200-მდე ქართველი სტუდენტი სწავლობს, რომლებსაც შეუძლიათ, ისარგებლონ ლიეტუვის მთავრობის მიერ გამოყოფილი სახელმწიფო სტიპენდიებით. ამისთვის მინდა, კიდევ ერთხელ დიდი მადლობა გადავუხადო ლიუტუვის მთავრობას.

ამასთან ერთად, მე დღეს მქონდა თხოვნა ჩემს კოლეგასთან, რომ დავიწყოთ აქტიური თანამშრომლობა კიდევ ერთ მნიშვნელოვან რეფორმაში. ლიეტუვა ითვლება ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ სახელმწიფოდ "სტარტაპების" და "სტარტაპ" ბიზნესატმოსფეროს შექმნის თვალსაზრისით. საქართველო იწყებს პირველ ნაბიჯებს ამ მიმართულებით და ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენმა მეგობარმა ქვეყანამ გაგვიზიაროს გამოცდილება ამ თვალსაზრისით.

ორმხრივი ურთიერთობების გარდა, ჩვენი დღევანდელი შეხვედრის მნიშვნელოვანი ნაწილი დაეთმო საქართველოს მიერ ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე მიღწეულ პროგრესს, სადაც ჩვენ უპრეცედენტო დინამიკა გვაქვს. მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და ჩემს კოლეგას საქართველოს მთავრობის სახელით გადავუხადო მადლობა ლიეტუვის განსაკუთრებული წვლილისთვის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე ჩვენი ქვეყნის წარმატებაში.
ჩვენ ვქმნით ევროკავშირთან თანამშრომლობის ახალ ფორმატებს, რომლებიც საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას მეტ იმპულსს მისცემს და ახალ შესაძლებლობებს გაუხსნის. ჩვენი მიზანია, მივაღწიოთ შეძლებისდაგვარად მაქსიმალურ თავსებადობას ევროკავშირთან, რაც მეტი ინტეგრაციის პერსპექტივებს გაუხსნის ჩვენს ქვეყანას. სწორედ ამას ემსახურება საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების საგზაო რუკა, რომელსაც უახლოეს მომავალში წარვუდგენთ ჩვენს ევროპელ მეგობრებს.

2019 წელი განსაკუთრებულია - ვზეიმობთ „აღმოსავლეთ პარტნიორობის" 10 წლისთავს. შეხვედრაზე ვისაუბრეთ „აღმოსავლეთ პარტნიორობის" ფარგლებში თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობაზე.

შეხვედრაზე ჩვენ აღვნიშნეთ ალიანსში გაწევრიანების გზაზე საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი, ჩვენი ქვეყნის წარმატებული დემოკრატიული ტრანსფორმაცია და ნატოსთან უპრეცედენტო პრაქტიკული თანამშრომლობის დონე, ასევე აღინიშნა, რომ საქართველოს აქვს ყველა პრაქტიკული მექანიზმი ნატოს სრულფასოვანი წევრობისთვის.

მინდა, კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო ლიეტუვის ხელისუფლებას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერისთვის, აგრეთვე იმ ძალისხმევისთვის, რომელიც მიმართულია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკის განმტკიცებისკენ.

შეხვედრაზე განვიხილეთ რუსეთის მიერ ოკუპაციისა და ანექსიისკენ გადადგმული ნაბიჯების მძიმე შედეგები. ჩვენ ვისაუბრეთ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში გაუარესებულ უსაფრთხოების მდგომარეობაზე, ადამიანის უფლებების მუდმივ ხელყოფასა და არსებულ ჰუმანიტარულ კატასტროფაზე“-განაცხადა პრემიერმა.

მისი განცხადებითვე, ბოლო ათი წლის განმავლობაში საქართველომ საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან უდიდესი მხარდაჭერა მიიღო კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების საკითხში.

„მხოლოდ საერთაშორისო საზოგადოების მტკიცე და თანმიმდევრული მიდგომებით შეძლებს საქართველო, მიაღწიოს მშვიდობასა და სტაბილურობას.

ბატონო პრემიერ-მინისტრო, მსურს, კიდევ ერთხელ მადლობა მოგახსენოთ ჩემი და საქართველოს დელეგაციის მასპინძლობისთვის. დარწმუნებული ვარ, ჩვენი დღევანდელი შეხვედრით პოზიტიურ ბიძგს მივცემთ ახალი ინიციატივების განხორციელებას ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობაში“-აღნიშნა ბახტაძემ.



FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა
ინტერვიუ
ექსკლუზიური ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: სიტუაცია ძალიან რთულია და სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს დიდი შესაძლებლობები წინ აღვუდგეთ ამ პროცესს
13:15 28.02.2019
ბაქოში მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ინტერვიუ მისცა აზერბაიჯანის სახელმწიფო
ინტერვიუ
ინტერვიუ რუსეთში ნატოს ყოფილ წარმომადგენელთან: ტრამპმა მითითება გასცა, რომ ალიანსში საქართველოსა და უკრაინის მიღების მიზნით გამოსავალი იპოვონ
14:19 15.02.2019
ნატოს ექს-წარმომადგენელი რუსეთში ჰარი ტაბახი უკრაინული გამოცემა «Апостроф»-ის კორესპონდენტის ეკატერინე
ინტერვიუ
ინტერვიუ გენერალ ბენ ჰოჯესთან: საქართველოს 20% ოკუპირებულია, მაგრამ ნატოს მისთვის წევრობის შეთავაზებისთვის პრეცედენტი აქვს... და ეს გერმანიაა
13:01 12.02.2019
შავი ზღვის უსაფრთხოება აღმოსავლეთ ევროპის სტაბილურობის ერთ-ერთი საფუძველია. უკრაინაში რუსეთის აგრესიის