საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, არჩილ კალანდიამ, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში
“ჩინელ ხალხთან უცხოეთის ქვეყნებთან მეგობრობის ასოციაციის” ვიცე პრეზიდენტთან, სონგ ძინგუსთან შეხვედრა გამართა.
საგარეო უწყების ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და ჩინეთს შორის არსებული თანამშრომლობა დადებითად შეაფასეს . ყურადღება დაეთმო ხალხთაშორისი კონტაქტების გააქტიურებას, მათ შორის საქართველოსა და ჩინეთის სხვადასხვა რეგიონებსა და ქალაქებს შორის თანამშრომლობის განვითარების შესაძლებლობებს.
შეხვედრაზე ასევე, მიმოიხილეს 2019 წელს კულტურისა და ჰუმანიტარული მიმართულებებით დაგეგმილი კონკრეტული ღონისძიებები და პროექტები.
“ჩინელ ხალხთა უცხოეთის ქვეყნებთან მეგობრობის ასოციაცია“ ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსთან არსებული ორგანიზაციაა, რომლის ფუნქციას წარმოადგენს მსოფლიოს სხვადასხვა სახელმწიფოებთან ჰუმანიტარული და კულტურული მიმართულებით თანამშრომლობის განვითარება, ასევე სხვადასხვა რეგიონებთან და ქალაქებთან კონტაქტების გაღრმავება.