logo2
logo2
logo2
არქივი
logo2
logo2
საგარეო საქმეთა სამინისტროს კვლევით ინსტიტუტში აღმოავლეთ ევროპის უსაფრთხოების საკითხებზე იმსჯელეს
საგარეო საქმეთა სამინისტროს კვლევით ინსტიტუტში აღმოავლეთ ევროპის უსაფრთხოების საკითხებზე იმსჯელეს
18:54 18.01.2019
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიურ სასწავლო და კვლევით ინსტიტუტში გაიმართა მრგვალი მაგიდა აღმოსავლეთ ევროპის, კერძოდ უკრაინის, მოლდოვასა და საქართველოს უსაფრთხოების საკითხებზე.

შეხვედრის ფარგლებში კიევის შავი ზღვა-ბალტიისპირეთის კვლევების საერთაშორისო ცენტრის პრეზიდენტმა, ირინა ვერეშჩუკიმა და ევროატლანტიკური თანამშრომლობის ინსტიტუტის უფროსმა მეცნიერ-თანამშრომლმა, ანდრეას უმლენდმა წარმოადგინეს ანლიტიკური ხსიათის ნაშრომი - „რა ვუყოთ აღმოსავლეთ ევროპის გეოპოლიტიკურ ,,ნაცრისფერ ზონებს“? - უკრაინის, მოლდოვასა და საქართველოს უსაფრთხოების ზრდის შესაძლებლობების შედარებითი ანალიზი“.

„აღნიშნული ზონა დასავლეთსა და რუსული დომინაციის ქვეშ მყოფ რეგიონს-ევრაზიას შორის არსებობს და 4 ქვეყანას, მათ შორის საქართველოს მოიცავს. ეს ქვეყნები ჯერ ნატოსა და ევროკავშირის წევრები არ არიან. დღევანდელი შეხვედრის მთავარი იდეა არის ის, რომ დაიწყოს დიალოგი სუამის ქვეყნებსა და აშშ-ს შორის, რათა შეიქმნას თანამშრომლობის ახალი ფორმატი.“ -განაცხადა ანდრეას უმლანდისმა ნატო-ს კვლევების ცენტრიდან. "ჩვენ ჩამოვედით, რომ განვიხილოთ საქართველოს, უკრაინისა და აშშ-ს ურთიერთობა, პირველ რიგში რა მდგომარეობაა დღეს არსებულ კონფლიქტებთან მიმართებაში და ასევე, ვისაუბრებთ იმ ახალ იდეებზე , რომელიც გამოადგება ჩვენი ქვეყნების უსაფრთხოებას“-აღნიშნა ირინა ვერეშჩუკმა ,კიევის შავი ზღვა-ბალტიისპირეთის კვლევების საერთაშორისო ცენტრის პრეზიდენტმა.

აღნიშნული შეხვედრა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიური სასწავლო და კვლევითი ინსტიტუტის, შავი ზღვა-ბალტიისპირეთის კვლევების საერთაშორისო ცენტრის (The International Centre for Black Sea-Baltic Studies and Consensus Practices (Ukraine), კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის გეოპოლიტიკური მოდელირების კავკასიის ლაბორატორიისა (Caucasus Laboratory of Geopolitical modelling, Caucasus International University (Georgia) და თბილისის საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტის თანამშრომლობის ფარგლებში განხორციელდა.

თბილისის საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტის ხელმძღვანელის, ალქსანდრე რუსეცკის თქმით, ანალიტიკოსების თანამშრომლობა არის აუცილებელი იმისთვის, რომ მომზადდეს ახალი იდეები და ინიციატივები საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის და იმ უწყებებისთვის, სადაც მიიღება ქვეყნის საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე გადაწყვეტილებები.

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ეკონომიკურ ურთიერთობათა, ევროპის, ევროინტეგრაციისა და მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტების ხელმძღვანელებმა, ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრის დირექტორმა ნინო ბოლქვაძემ, ასევე, რონდელის ფონდის და ზემოთ აღნიშნული ორგანიზაციების წარმომადგენლებმა.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა