logo2
logo2
logo2
არქივი
logo2
logo2
ირაკლი კობახიძე საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პარლამენტისა და დამფუძნებელი კრების თავმჯდომარის, ნიკოლოზ (კარლო) ჩხეიძის შთამომავლებს შეხვდა
ირაკლი კობახიძე საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პარლამენტისა და დამფუძნებელი კრების თავმჯდომარის, ნიკოლოზ (კარლო) ჩხეიძის შთამომავლებს შეხვდა
17:33 15.01.2019
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, საფრანგეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პარლამენტისა და დამფუძნებელი კრების თავმჯდომარის, ნიკოლოზ (კარლო)ჩხეიძის შთამომავლებს - მირიან და ელენე მელუებს შეხვდა.



მირიან და ელენე მელუებმა პარლამენტის თავმჯდომარეს სამახსოვროდ, ნიკოლოზ ჩხეიძის დიპლომატიურ პასპორტი გადასცეს.



როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, ნიკოლოზ (კარლო) ჩხეიძის დიპლომატიური პასპორტი პარლამენტის სასახლეში გამოიფინება.



„ჩვენ შევხვდით საქართველოს პირველი რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარის, კარლო ჩხეიძის ოჯახის წევრებს. ძალიან ამაღელვებელი იყო ეს შეხვედრა. კიდევ ერთხელ გავიხსენეთ ის ღვაწლი, რომელიც ბატონ კარლო ჩხეიძეს მიუძღვის ჩვენი სახელმწიფოებრიობის წინაშე, საქართველოს წინაშე და მადლობა უნდა გადავუხადოთ მათ, მისი დიპლომატიური პასპორტის გადმოცემისთვის. ეს არის ჩვენთვის ნამდვილად საგანძური, რომელიც გამოიფინება საქართველოს პარლამენტში და კიდევ ერთხელ შეგვახსენებს ეს დოკუმენტი იმ პასუხისმგებლობას, რომელიც ჩვენ გვაქვს ჩვენი სახელმწიფოს წინაშე“,- აღნიშნა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.



მირიან მელუას თქმით, დიპლომატიური პასპორტი, რომელიც ნიკოლოზ ჩხეიძის ოჯახში ინახებოდა, საქართველოს ეკუთვნის.



„ჩვენთვის ძალიან ამაღელვებელი და საპატიო მომენტი, ემოციური წუთები იყო, როცა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს კარლო ჩხეიძის დიპლომატიური პასპორტი გადავეცით. მიგვაჩნია, რომ ეს დოკუმენტი, რომელიც ოჯახში ინახებოდა, ეკუთვნის საქართველოს. ეს გახლავთ ის დიპლომატიური პასპორტი, რომლითაც კარლო ჩხეიძე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში მოგზაურობდა და ცდილობდა, საქართველოს აღიარებისთვის მიეღწია და საქართველოს სახელი, რაც შეიძლება, შორის გაეტანა“,- აღნიშნა მირიან მელუამ.



შეხვედრის დასრულების შემდეგ, პარლამენტის თავმჯდომარემ, თანხლებ დელეგაციასთან ერთად, პერ-ლაშეზის სასაფლაოზე, ნიკოლოზ ჩხეიძის საფლავი გვირგვინით შეამკო და საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პარლამენტისა და დამფუძნებელი კრების თავმჯდომარის ხსოვნას პატივს მიაგო.



სახელმწიფო და პარტიული მოღვაწე, ნიკოლოზ (კარლო) ჩხეიძე საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების თავმჯდომარედ 1919 წლის 12 მარტს აირჩიეს. მოვალეობის შესრულებას კარლო ჩხეიძე 1920 წლის მიწურულს, პარიზის საზავო კონფერენციიდან დაბრუნების შემდეგ შეუდგა.



1921 წლის 25 თებერვალს ბოლშევიკური რუსეთის მიერ განხორციელებულმა საქართველოს ანექსიამ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობა და მასთან ერთად, კარლო ჩხეიძეც, იძულებული გახადა საზღვარგარეთ ემიგრაციაში გადახვეწილიყო. მან მოღვაწეობა პოლიტიკურ ემიგრაციაშიც აქტიურად გააგრძელა.



ნიკოლოზ (კარლო) ჩხეიძე 1926 წელს, ლევილში გარდაიცვალა.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა