logo2
logo2
logo2
არქივი
logo2
logo2
ირაკლი კობახიძე: უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის საკითხის გადადებაის  გადაწყვეტილება მიღებულ იქნა უმრავლესობის გადაწყვეტილების შესაბამისად
ირაკლი კობახიძე: უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის საკითხის გადადებაის გადაწყვეტილება მიღებულ იქნა უმრავლესობის გადაწყვეტილების შესაბამისად
11:33 15.01.2019
„რაც შეეხება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის საკითხის გადადებას საგაზაფხულო სესიისთვის, ეს გადაწყვეტილება მიღებულ იქნა უმრავლესობის წევრთა უმრავლესობის გადაწყვეტილების შესაბამისად- ეს იყო რეალური სურათი. რაც შეეხება პროცედურას და კრიტერიუმებს, ჩვენ გვაქვს ჩვენი დღის წესრიგი, რომელიც არის უკვე დაანონსებული“,- ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე ეკა ბესელიას მიერ დღეს გამართულ ბრიფინგზე გაკეთებულ განცხადებას.



ირაკლი კობახიძის განმარტებით, როგორც პროცედურა, ასევე, კრიტერიუმები, ორ ფორმატში - სამუშაო ჯგუფისა და საპარლამენტო ფორმატში გაიწერება.



„ამ ფორმატებში ჩვენ გვექნება მსჯელობა შესაბამის დაინტერესებულ მხარეებთან ერთად და ამ დიალოგის საფუძველზე შევჯერდებით ჩვენ პროცედურაზე და კრიტერიუმებზე, რასაც, ბუნებრივია, ალტერნატივა არ აქვს. ეს არის საუკეთესო გადაწყვეტა იმ საკითხისა, რაზეც ჩვენ ერთად უნდა ვიმსჯელოთ“,- აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.



რაც შეეხება სამუშაო ჯგუფის ფორმატს, ირაკლი კობახიძის თქმით, შემადგენლობა იმავე პრინციპების შესაბამისად განისაზღვრება, რომელთა საფუძველზეც თავიდანვე იქნა განსაზღვრული.



„სამუშაო ჯგუფის ფორმატს რაც შეეხება, შემადგენლობა დაზუსტდება და შემადგენლობა განისაზღვრება იმავე პრინციპების შესაბამისად, რომლის საფუძველზეც ეს შემადგენლობა თავიდანვე განისაზღვრა. აქედან გამომდინარე, ჩვენ ჩვენს კოლეგებთან თანამშრომლობის საფუძველზე, დავაკონკრეტებთ იმას, თუ ვინ იქნება წარმოდგენილი სამუშაო ჯგუფში“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

კითხვაზე, ჯდება თუ არა აღნიშნულ კრიტერიუმებში ეკა ბესელია, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ დიალოგის შედეგად გადაწყდება, თუ ვინ იქნება პერსონალურად ჩართული ჯგუფის მუშაობაში.



„იქნება კონკრეტული დიალოგი ჩვენს პარტნიორებთან. ამ ფორმატში ასევე ჩართულნი არიან საერთაშორისო პარტნიორები, სხვა სუბიექტები, სამივე შტო ხელისუფლების და ამის საფუძველზე გადაწყდება ის, თუ ვინ იქნება პერსონალურად ჩართული სამუშაო ჯგუფის მუშაობაში“,- განუცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ ჟურნალისტებს.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა