logo2
logo2
logo2
არქივი
« აგვისტო 2019 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
logo2
logo2
ეკა ბესელია: არ ვიქნები იმ უმრავლესობის წევრი, რომელიც ხმას მისცემს მოსამართლეებს, რომლებიც დაკავშირებული არიან სააკაშვილის ძალადობრივ სისტემასთან
ეკა ბესელია: არ ვიქნები იმ უმრავლესობის წევრი, რომელიც ხმას მისცემს მოსამართლეებს, რომლებიც დაკავშირებული არიან სააკაშვილის ძალადობრივ სისტემასთან
14:46 14.01.2019
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წევრმა, ეკა ბესელიამ პრესკონფერენცია გამართა და ჟურნალისტებთან უზენაეს სასამართლოს მოსამართლეთა უვადოდ განწესების საკითხებზე, პარლამენტში წარმოდგენილ მოსამართლეთა სიაზე და აღნიშნულ თემასთან დაკავშირებულ პროცესებზე ისაუბრა.

„ამ ეტაპის მიზანი არის მიღწეული. ეს არის პირველი ეტაპის ამოცანა, რომელიც მიზნად ისახავდა იმას, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერწარმოდგენილი სია, წლის ბოლო კვირას არ ყოფილიყო განხილული იურიდიულ კომიტეტზე, არ მომხდარიყო ამ სიის წარდგენა სესიაზე, შეჩერებულიყო ამ საკითხის განხილვა და კანონში ცვლილებების მომზადებაზე მიღებულიყო გადაწყვეტილება, რომელიც განსაზღვრავს, როგორი უნდა იყოს მოსამართლეების შერჩევის პროცესი, ვინ შეიძლება დასახელდეს ასეთ მაღალ საპასუხისმგებლო თანამდებობაზე და როგორ უნდა მოხდეს ამ საკითხების გადაწყვეტა. ეს მიზანი მიღწეულია და მიღწეულია სწორედ იმ გადაწყვეტილების შედეგად, რომელიც მე მივიღე და ვფიქრობ, ამად ღირდა ყველაფერი. ეს იყო ჩემი და ჩემი მეგობრების, ძალიან მნიშვნელოვანი მიზანი, ვისთვისაც მნიშვნელოვანია სასამართლოს დამოუკიდებლობა და სამართლიანი სასამართლოს განხორციელება ქვეყანაში“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.

პარლამენტის წევრი მოსამართლეთა კანდიდატების განხილვის პროცესის შეჩერებას მიესალმა და შემდგომი პროცესების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„მთავარია, რომ ამ ეტაპზე სია შეჩერდა და იგი ვერ იქნება მიღებული პარლამენტის მიერ. ეს სია შეჩერდება და მოხდება კანონში ცვლილებების მომზადება, თუმცა პროცესი არ დასრულებულა და ახლა მნიშვნელოვანია მეორე ეტაპი. ამ პროცესში ჩემთვის, ჩემი თანამოაზრეებისთვის და კოლეგებისთვის მნიშვნელოვანია, რომ საბოლოო მიზანი შესრულდეს - სამართლიანი, დამოუკიდებელი მართლმსაჯულება დავუტოვოთ ამ ქვეყანას და ჩვენს მომავალს, რომ შემუშავდეს ისეთი ცვლილებები, რომელიც გარანტიას შექმნის, რომ ვერ იქნება წარმოდგენილი უზენაეს სასამართლოში უვადოდ გასამწესებელ მოსამართლეთა შორის ის მოსამართლე ან ის მოსამართლეები, რომლებიც ემსახურებოდნენ სააკაშვილის ძალადობრივ რეჟიმს, ქმნიდნენ ამ სასტიკ რეჟიმს და იყვნენ მისი მსახურნი“, - აღნიშნა ეკა ბესელიამ.

პარლამენტის წევრმა მის მიერ საპარლამენტო უმრავლესობის შესაძლო დატოვებასთან დაკავშირებით მედიაში გავრცელებულ ინფორმაციაზე კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ ეს საკითხი უმნიშვნელოა იმასთან შედარებით, რასაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის წესი და კანონში შესატანი ცვლილებები წარმოადგენს.

„პირადად ჩემთვის უმრავლესობაში დარჩენის გადაწყვეტილება დამოკიდებულია იმაზე, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს ეს უმრავლესობა ამ სიასთან დაკავშირებით. მე არ ვიქნები იმ უმრავლესობის წევრი, რომელიც ხმას მისცემს იმ მოსამართლეებს, რომლებიც არიან დაკავშირებული სააკაშვილის ძალადობრივ სისტემასთან. მე გავაგრძელებ ბრძოლას თანამოაზრეებთან ერთად იმისთვის, რომ მაშინ, როცა არ ვიქნებით ხელისუფლებაში, ჩვენს ქვეყანას დავუტოვოთ გამართული მართლმსაჯულება“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.




FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა
ინტერვიუ
ექსკლუზიური ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: სიტუაცია ძალიან რთულია და სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს დიდი შესაძლებლობები წინ აღვუდგეთ ამ პროცესს
13:15 28.02.2019
ბაქოში მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ინტერვიუ მისცა აზერბაიჯანის სახელმწიფო
ინტერვიუ
ინტერვიუ რუსეთში ნატოს ყოფილ წარმომადგენელთან: ტრამპმა მითითება გასცა, რომ ალიანსში საქართველოსა და უკრაინის მიღების მიზნით გამოსავალი იპოვონ
14:19 15.02.2019
ნატოს ექს-წარმომადგენელი რუსეთში ჰარი ტაბახი უკრაინული გამოცემა «Апостроф»-ის კორესპონდენტის ეკატერინე
ინტერვიუ
ინტერვიუ გენერალ ბენ ჰოჯესთან: საქართველოს 20% ოკუპირებულია, მაგრამ ნატოს მისთვის წევრობის შეთავაზებისთვის პრეცედენტი აქვს... და ეს გერმანიაა
13:01 12.02.2019
შავი ზღვის უსაფრთხოება აღმოსავლეთ ევროპის სტაბილურობის ერთ-ერთი საფუძველია. უკრაინაში რუსეთის აგრესიის