logo2
logo2
logo2
არქივი
logo2
logo2
ირაკლი კობახიძე: პოლიტიკური გადაწყვეტილება მიღებულია, რომ ჯერ შემუშავდეს მოსამართლეთა არჩევასთან დაკავშირებული პროცედურა და კრიტერიუმები
ირაკლი კობახიძე: პოლიტიკური გადაწყვეტილება მიღებულია, რომ ჯერ შემუშავდეს მოსამართლეთა არჩევასთან დაკავშირებული პროცედურა და კრიტერიუმები
14:25 12.01.2019
„დეტალურად ვისაუბრეთ იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა გაგრძელდეს მოსამართლეთა არჩევის პროცესი. განცხადება ამასთან დაკავშირებით ჩვენ უკვე გაკეთებული გვაქვს. ჩვენ აღვნიშნეთ, რომ უნდა შემუშავდეს პროცედურა, კრიტერიუმები და ამის საფუძველზე უნდა გაგრძელდეს ეს პროცესი. ჩვენთვის მთავარია ის, თუ როგორ წარიმართება თავად პროცედურისა და კრიტერიუმების გაწერის პროცესი და ამასთან დაკავშირებითაც გვქონდა ჩვენ მსჯელობა. ვფიქრობთ, რომ საუკეთესო ფორმატი ამისათვის არის სასამართლო რეფორმის სამუშაო ჯგუფი“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანთან, გიორგი მიქაუტაძესთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.



ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ ეს ჯგუფი უკვე დიდი ხანია შექმნილია და გასული წლის განმავლობაში მის მუშაობას თავად წარმართავდა.



„აქ წარმოდგენილია ხელისუფლების სამივე შტო, მათ შორის: პარლამენტის წევრები, ასევე წარმოდგენილია მთავრობა იუსტიციის სამინისტროს სახით, აქ არის წარმოდგენილი სასამართლო ხელისუფლება, მათ შორის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს უკლებლივ ყველა წევრი. აქ ასევე წარმოდგენილნი არიან საერთაშორისო პარტნიორები, ექსპერტები და სამოქალაქო სექტორის წამრომადგენლები.



ვფიქრობთ, რომ ეს არის საუკეთესო ფორმატი, სადაც შესაძლებელია მსჯელობა კრიტერიუმებსა და პროცედურაზე, თუ რა სახით უნდა გაიწეროს, რა დონის საკანონმდებლო აქტით უნდა გაიწეროს ისინი და ა.შ. ამაზე რა თქმა უნდა, დეტალურად უნდა ვიმსჯელოთ სამუშაო ჯგუფის ფორმატში. ეს არის ჩვენ ხედვა. უახლოეს მომავალში უნდა დაიგეგემოს და ჩაინიშნოს სამუშაო ჯგუფის შეხვედრა, სადაც დავიწყებთ მსჯელობას ამ ძალიან მნიშვნელოვან საკითხებზე“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.



პარლამენტის თავმჯდომარის განმარტებით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების სიის გაწვევა პარლამენტიდან იურიდიულად შეუძლებელია, თუმცა შემუშავებული იქნება მოსამართლეობის კანდიდატების არჩევის ისეთი პროცედურა, რომელსაც უკვე წარდგენილი კანდიდატებისთვის უკუძალა ექნება.



„უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცედურა არის პოლიტიკური და შესაბამისად, უნდა დაექვემდებაროს იმ ლოგიკას, რომელიც არის რელევანტური შესაბამისი კონსტიტუციურ-სამართლებრივი პროცედურისთვის. თუმცა, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ დეტალურად გვექნება მსჯელობა პროცედურასთან და კრიტერიუმებთან დაკავშირებით და ამის საფუძველზე მივიღებთ თითოეულ დეტალზე გადაწყვეტილებას. ასევე მნიშვნელოვანია იმის აღნიშვნა, რომ ამ ყველაფერს ექნება ერთგვარი უკუძალა იმ კანდიდატებისთვის, რომლებიც არიან წარმოდგენილი საქართველოს პარლამენტში. იურიდულად შეუძლებელია კანდიდატთა სიის გაწვევა. ეს არ არის კანონმდებლობის ხარვეზი. ეს არის პრინციპული ნორმა, რომელიც დაკავშირებულია ყველა კონსტიტუციურ პროცედურასთან, იქნება ეს მოსამართლეთა წარდგენა, თუნდაც მთავრობის ან გენერალური აუდიტორის კანდიდატის წარდგენა. შესაბამისად, გაწვევა არის შეუძლებელი, თუმცა ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ის რაზეც დღეს გვქონდა საუბარი, რომ ამ პროცედურას და კრიტერიუმებს ექნება ასევე უკუძალა იმ კანდიდატებისთვის, რომლებიც არიან წარმოდგენილი დეკემბერში, იუსტიციის საბჭოს მხრიდან“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.



მისივე თქმით, თითოეული ის კანდიდატი, რომელიც წარმოდგენილი იქნება საგაზაფხულო სესიისთვის, დაექვემდებარება იმ პროცედურას და კრიტერიუმებს, რომელიც გაწერილი იქნება, დანარჩენი კი არის ტექნიკური მხარე.



პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, რაც შეეხება იურიდიულ მხარეს, თუ როგორ უნდა მოხდეს ამ სიის განახლება, ამასთან დაკავშირებით შეიძლება მოფიქრებული იყოს სხვადასხვა ფორმა.



„არსებითი პოლიტიკური გადაწყვეტილება არის მიღებული იმასთან დაკავშირებით, რომ ჯერ იქნება შემუშავებული პროცედურა და კრიტერიუმები და შემდეგ იქნება წარმოდგენილი განახლებული სია. რაც შეეხება იურიდიულ მხარეს, თუ როგორ უნდა მოხდეს ამ სიის განახლება, ეს არის ტექნიკური დეტალები და ბევრი ფორმა შეიძლება მოვიფიქროთ ამისთვის. ეს შეიძლება იყოს კონკრეტული კანდიდატების ფორმალური ჩაგდების პროცედურა, ეს შეიძლება იყოს კანონში გარდამავალ დებულებებში ცვლილებები ან ნებისმიერი სხვა რამ. მთავარი არის პოლიტიკური ნება, რომელიც მდგომარეობს იმაში, რომ ჯერ უნდა გაიწეროს პროცედურა და კრიტერიუმები და ამის საფუძველზე წარმოდგენილი იყოს განახლებული სია. დანარჩენი არის ტექნიკური დეტალები და ამ ტექნიკური და იურიდიული დეტალების პოლიტიკური სპეკულაციებისთვის გამოყენება არ იქნება სწორი. დღემდე არის წარმოდგენილი ოთხი კანდიდატი გიორგი მარგველაშვილის მიერ. გამომდინარე იქედან, რომ ამ კანდიდატების გაწვევა არის შეუძლებელი, ეს საკითხი ჰაერში არის გამოკიდებული. ერთადერთი, რაც შეიძლება გაკეთდეს პარლამენტის მხრიდან, ეს არის ამ კანდიდატების ფორმალურად ჩაგდება. შეიძლება კანონის გარდამავალ დებულებებში გაიწეროს, რომ ყველაფერი, რაც იყო ადრე, აღარ არის რელევანტური და ხდება ახალი კანდიდატების წარმოდგენა. ეს არის ტექნიკური ნიუანსები, თუმცა ამაზე მსჯელობა აუცილებლად გვექნება“, - განაცხადა კობახიძემ.



პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრის დასრულების შემდეგ კომენტარი გააკეთა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმაც, გიორგი მიქაუტაძემ. მან აღნიშნა, რომ ახალ კრიტერიუმებს დაექვემდებარება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის თითოეული კანდიდატი და საერთო წესით მოხდება უზენაესი სასამართლოს კანდიდატების შერჩევა.

„მქონდა შეხვედრა პარლამენტის თავმჯდომარესთან და შევთანხმდით, რომ უახლოეს მომავალში გაიმართება რეფორმის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა, რომელზეც ჩვენ ვიმსჯელებთ კრიტერიუმებზე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებისთვის. რაც შეეხება წარმოდგენილ კანდიდატურებს, რომელიც იუსტიციის უმაღლეს საბჭოს ჰქონდა წარმოდგენილი, ამ კანდიდატურების თაობაზე, ასე ვთქვათ, მე მქონდა საუბარი თითოეულ მათგანთან და ყველას პოზიცია არის ასეთი, რომ ახალ კრიტერიუმებს, რომელიც იქნება შემუშავებული, დაექვემდებარება თითოეული მათგანი და საერთო წესით მოხდება უზენაესი სასამართლოს კანდიდატების შერჩევა“,-განაცხადა გიორგი მიქაუტაძემ.



მისივე თქმით, იუსტიციის უმაღლეს საბჭოს აქვს იმის რესურსი, რომ კიდევ წარმოუდგინოს პარლამენტს მოსამართლეების კანდიდატურები.



„უზენაეს სასამართლოში უნდა იყოს მინიმუმ 28 მოსამართლე. დღეს არის მოქმედი 10 მოსამართლე და წარდგენილია კიდევ ათი კანდიდატი. ბუნებრივია, რომ ეს 10 კანდიდატურა, რომელიც წარმოდგენილია, არის არასაკმარისი და კიდევ იქნება წარმოდგენილი კანდიდატები. რა თქმა უნდა, საბჭოს აქვს ამის რესურსი, ეს საჭიროებაც არსებობს და ბუნებრივია, ეს ასე იქნება“,-განაცხადა გიორგი მიქაუტაძემ.​
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა