ლევან გოგიჩაიშვილი: თუ საჭიროა ნებისმიერ ტალახს და ნებისმიერ კრიტიკას ავიტანთ
ლევან გოგიჩაიშვილი: თუ საჭიროა ნებისმიერ ტალახს და ნებისმიერ კრიტიკას ავიტანთ
16:47 11.01.2019
„ძალიან უმნიშვნელოა, მე გამრიცხავენ, შემაქებენ თუ მედალს ჩამომკიდებენ, ყველაზე მნიშვნელოვანი ჩვენი სასამართლოს მომავალია,“ - ამის შესახებ პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნება- ძლიერი საქართველოსათვის“ მდივანმა, ლევან გოგიჩაიშვილმა განაცხადა.

დეპუტატის განმარტებით, დღესდღეობით ქვეყანა იმ უმნიშვნელოვანესი, ისტორიული გადაწყვეტილების წინაშე დგას, რასაც ქვია ბრძოლა სასასმართლოს მომავლის გადასარჩენად.

„თუ საჭიროა, ჩვენ ნებისმიერ ტალახს, ნებისმიერ კრიტიკას ავიტანთ. მთავარია, მიზანი შესრულდეს! იმიტომ, რომ დღეს ვდგავართ ძალიან მნიშვნელოვანი, ისტორიული გადაწყვეტილების წინაშე,- თუ როგორი იქნება ჩვენი სასამართლოს მომავალი, ამ პარლამენტში წყდება. ძალიან უმნიშვნელოა მე გამრიცხავენ, არ გამრიცხავენ, შემაქებენ, მედალს ჩამომკიდენებ თუ რას იზამენ, ეს არის მეათასეხარისხოვანი. ყველაზე მნიშვნელოვანია, რა იქნება ჩვენი სასამართლოს მომავალი. ჩვენ ამას ვეძახით სასამართლოს მომავლის გადარჩენას. კი ბატონო, თუ ამა ქვია ბრძოლა სასამართლოს მომავლის გადასარჩენად, ასეც იყოს“, - აცხადებს გოგიჩაიშვილი.

შეგახსენებთ, რომ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს თავმდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევასა და მმართველ გუნდში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით, გუშინ განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნავს, რომ ეკა ბესელია გუნდისა და გუნდურობის წინააღმდეგ წავიდა.

ბეჭდვა