ბიძინა ივანიშვილის დღევანდელ განცხადებასთან დაკავშირებით, კომენტარი უმრავლესობიდან გარიცხულმა
დეპუტატმა დავით ჭიჭინაძემაც გააკეთა. ის ამბობს, რომ „ქართული ოცნების“ მხარდაჭერა ამომრჩეველს იმისათვის არ გამოუხატავს, რომ მათ სასამართლო სისტემა მურუსიძის და ჩინჩალაძისთვის ჩაებარებინათ. დავით ჭიჭინაძე პროცესების რადიკალურად განვითარებას არ გამორიცხავს და შესაძლო საპროტესტო აქციებზეც საუბრობს:
„ეკა ბესელიას არ დაუწყია ეს დაპირისპირება და უნდა გავიხსენოთ ჩემი დაპირისპირებაც იმასთან დაკავშირებით, იყო რომ ეს გუნდი თავის დროზე დაუპირისპირდა ჯერ ბესელიას, მერე კვირიკაშვილს ... ამიტომ, ამ ადამიანებისთვის თუ შეიძლება დაპირისპირება, ე.ი. ბიძინა ივანიშვილისგან ყოფილა შიგნით გუნდში დაპირისპირების წახალისება, მაგრამ რაც მეტ სიმართლის მთქმელ ადამიანს გაუშვებს გუნდიდან, მით უფრო დაიმძიმებს სიტუაციას, იმიტომ რომ, არჩევნების მეორე ტურის წინ, ამ ადამიანს არ უთქვამს, კობახიძე მეყოლება ფლაგმანად, მურუსიძე და ჩინჩალაძეო. ამიტომ დაპირებას უნდა გაანალიზება, - ხალხმა რისი გულისთვის დაუჭირა მხარი?! ამ გადაწყვეტილებისთვის ნამდვილად არ დაუჭერდა. მე ვფიქრობ, თუ მოსამართლეთა სია არ იქნა გასწორებული, წამოვა სერიოზული საპროტესტო ტალღა ამასთან დაკავშირებით“, - აცხადებს ჭიჭინაძე.
შეგახსენებთ, რომ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს თავმდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევასა და მმართველ გუნდში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით, დღეს განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნავს, რომ ეკა ბესელია გუნდისა და გუნდურობის წინააღმდეგ წავიდა.