logo2
logo2
logo2
არქივი
« მარტი 2019 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
გია ვოლსკი: ლოგიკისგან შორსაა, თუ რატომ მოხდა პროცედურული და პარტიული შეთანხმებული წესების დარღვევით იურიდიულ კომიტეტში პირველი მოადგილის არჩევა
გია ვოლსკი: ლოგიკისგან შორსაა, თუ რატომ მოხდა პროცედურული და პარტიული შეთანხმებული წესების დარღვევით იურიდიულ კომიტეტში პირველი მოადგილის არჩევა
21:19 09.01.2019
„ლოგიკისგან შორსაა, თუ რატომ მოხდა იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის არჩევა პროცედურული და პარტიული შეთანხმებული წესების დარღვევით, არც პარტიის თავმჯდომარეს, რომელსაც ეხლახანს ვესაუბრე და არც მე ამაზე პასუხი არ გაგვაჩნია“ - განაცხადა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში პარლამენტის ვიცე-სლპიკერმა გია ვოლსკიმ.

მისი თქმით, დაპირისპირების არანაირი წინაპირობა არ არსებობდა, ამდენად, სკანდალური ამაში არაფერია.

„რყევის, გაურკვევლობის და დაპირისპირების არანაირი წინაპირობა არ არსებობდა, ასე რომ სკანდალური ამაში არაფერი არ არის. განხილვა მიმდინარეობს, კონსტიტუციური მოთხოვნა არსებობს, კანონები არსებობს, რომლის მიხედვითაც ვმსჯელობთ და ვიხილავთ. თუ საჭირო იქნება ცვლილებები უკან არც ამაზეც დავიხევთ.

გია ვოლსკისთვის ასევე გაუგებარია ეკა ბესელიას განცხადება იმის თაობაზე, რომ დეპუტატთა ნაწილი მოსამართლეთა დანიშვნის დაჩქარებული წესით განხილვის მომხრე იყო.

„მრავალწლიანი ურთიერთობების შემდეგ, ჩემთვის გაუგებარია რატომ. ვიღაცას რომც სდომოდა ამის დაჩქარებული განხილვა, ზუსტად უნდა სცოდნოდა ეკასაც და სხვებსაც, რომ ამის გაკეთება შეუძლებელი იქნებოდა. მითუმეტეს, რომ პარლამენტის თავმჯდომარემ საკმაოდ მკაფიო განცხადება გააკეთა ამ საკითხთან დაკავშირებით, რომ არავითარი დაჩქარებული განხილვა ამ საკითხს არ ეკუთნის და არც შეიძლება იყოს რადგან, ლოგიკასაც დაუკვირდით, არათუ საჭირო არ არის, არამედ არარეალისტურია და ვიღაცას ამის სურვილიც რომ ჰქონოდა, ვერ მოხდებოდა. საერთოდ გაუგებარია ამ საკითხის შესაჩერებლად იქ გადადგომის თემის შემოტანა, რამაც გარკვეული სტრესი გამოიწვია საზოგადოებაში. ნიუსების სათავეში გავიდა ეს თემა, როცა შეიძლებოდა ამ საკითხზე ძალიან ინტენსიურად და საკმაოდ გამჭვირვალედაც გვემსჯელა გუნდში. ჩემი პირადი პოზიცია ამ შემთხვევაში არანაირად არ განსხვავდება იმისაგან, რაც ვთქვი და რაზეც თავმჯდომარემ გააკეთა განცხადება - არ შეიძლება ამ საკითხის სწრაფად და ნაუცბადევად განხილვა“ - განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა.

მისი თქმით, საგაზაფხულო სესიის დაწყებამდე კიდევ ერთი თვეა და თუ ეს საკმარისი არ იქნება პოზიციების ჩამოსაყალიბებლად, შემდეგი თვეც ამ წლისაა.

„თუ ეს ერთი თვე არ იქნება საკმარისი, რომ პოზიციებზე ჩამოვყალიბდეთ, შემდეგი თვეც ამ წლის არის და რამდენიც საჭირო იქნება, სანამ არ მივალთ ისეთ გადაწყვეტილებამდე, რომელიც უპირველეს ყოვლისა სახელმწიფოსთვის არის მნიშვნელოვანი და კარგი. პარლამენტის ვიცე-სპიკერი ურჩევს მისი გუნდის და პარლამენტის წევრებსაც ნუ გააკეთებენ ისეთ ხმამაღალ განცხადებებს, რომელმაც შეიძლება დისონანსი და გაურკვევლობა შეიტანოს საზოგადოებაში.

„მიღებული იქნება გადაწყვეტილება, პროფესიონალური, სამართლიანი და ზუსტად ისეთი, როგორიც ჩვენს ქვეყანას სჭირდება. ეს არის მთავარი, რა დროც არ უნდა დასჭირდეს ამ გადაწყვეტილების მიღებას. სპეკულაცია თემით, არ არის სწორი, მაშინ, როდესაც საკმაო ფორმატიც გაგვაჩნია, დროც და საკმაოდ მაღალი პასუხისმგებლობაც სახელმწიფოს და ხალხის წინაშე, რომ ამ თემასთან დაკავშირებით არ დარჩეს რაიმე კითხვის ნიშანი. თუ კითხვის ნიშნებნი არსებობს, ძალიან ვთხოვ ყველას, გასცეს ამ კითხვებს შესაბამისი პასუხები“ - განაცხადა გია ვოლსკიმ.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა
ინტერვიუ
ექსკლუზიური ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: სიტუაცია ძალიან რთულია და სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს დიდი შესაძლებლობები წინ აღვუდგეთ ამ პროცესს
13:15 28.02.2019
ბაქოში მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ინტერვიუ მისცა აზერბაიჯანის სახელმწიფო
ინტერვიუ
ინტერვიუ რუსეთში ნატოს ყოფილ წარმომადგენელთან: ტრამპმა მითითება გასცა, რომ ალიანსში საქართველოსა და უკრაინის მიღების მიზნით გამოსავალი იპოვონ
14:19 15.02.2019
ნატოს ექს-წარმომადგენელი რუსეთში ჰარი ტაბახი უკრაინული გამოცემა «Апостроф»-ის კორესპონდენტის ეკატერინე
ინტერვიუ
ინტერვიუ გენერალ ბენ ჰოჯესთან: საქართველოს 20% ოკუპირებულია, მაგრამ ნატოს მისთვის წევრობის შეთავაზებისთვის პრეცედენტი აქვს... და ეს გერმანიაა
13:01 12.02.2019
შავი ზღვის უსაფრთხოება აღმოსავლეთ ევროპის სტაბილურობის ერთ-ერთი საფუძველია. უკრაინაში რუსეთის აგრესიის
ინტერვიუ
ინტერვიუ აზერბაიჯანის ტურიზმის ასოციაციის ხელმძღვანელთან: საქართველოს წარმატება ტურიზმის სფეროში ჩვენთვისაც სასარგებლოა
17:08 03.02.2019
ინტერვიუში აზერბაიჯანის ტურიზმის ასოციაციის თავმჯდომარე ნაჰიდ ბაგიროვი ჟურნალისტ ლეილა მურადს
ინტერვიუ
ინტერვიუ
ინტერვიუ ილჰამ ალიევთან: საქართველოს შავი ზღვის ნავსადგურების ნაცვლად ევროპაში ტვირთების სახმელეთო გზით გაგზავნა უფრო ეკონომიური და სწრაფია
15:09 23.01.2019
აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა, შვეიცარის ქალაქ დავოსში მიმდინარე მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე
ინტერვიუ