ეკა ბესელიამ მხარდამჭერებთან კონსულტაციები დაიწყო
ეკა ბესელიამ მხარდამჭერებთან კონსულტაციები დაიწყო
15:09 08.01.2019
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ყოფილმა თავმჯდომარემ თანამოაზრეებთან კონსულტაციები დაიწყო.
პარალელურად კი, კახეთში, კაჭრეთის ამბასადორში მმართველი გუნდის შეხვედრა იმართება, სადაც, არაა გამორიცხული, რომ ეკა ბესელია უმრავლესობიდან გარიცხონ.

თავად კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე ირაკლი კობახიძის იმ განცხადებას ეხმაურება, სადაც პარლამენტის თავმჯდომარე გუნდურობაზე საუბრობს.

ეკა ბესელიას თქმით მას გუნდურობას ვერავინ ასწავლის.

„ყველა ამ ადამიანს, რომელიც გუნდურობას მასწავლის და რაღაც ვერსიებს ავითარებს და ჩემს მაგივრად სანამ ისაუბრებენ მიზეზებზე, რომელიც მხოლოდ მე ვიცი და არ იციან მათ და არ აქვთ ეს ინფორმაცია, უმჯობესი იქნება პირდაპირ ჰკითხოთ დაუჭერენ თუ არა მოსამართლეთა ამ სიას მხარს, იმ ადამიანებს ვინც სიაშია გამოჩნდება რა პოზიცია აქვთ იმ ადამიანებს ვინც საჯაროდ ავითარებს იმ ვერსიას, რომელიც აქვს ირაკლი კობახიძეს და ეს არის ცრუ ვერსია,“-აცხადებს ეკა ბესელია.



ბეჭდვა