logo2
logo2
logo2
არქივი
logo2
logo2
ირაკლი კობახიძე: ჩვენთვის გამოხატვის თავისუფლება უზენაესია
ირაკლი კობახიძე: ჩვენთვის გამოხატვის თავისუფლება უზენაესია
21:57 07.01.2019
„გამოხატვის თავისუფლება არავითარ შემთხვევაში, გაუმართლებელი ფორმით არ უნდა შეიზღუდოს და არ უნდა შეილახოს. გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში, მათ შორის, კანონმდებლობის ნაწილში, შეიძლება ზომების მიღება“,- ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე პატრიარქის საშობაო ეპისტოლეში გაჟღერებულ გზავნილს სიტყვის თავისუფლების შესახებ.

კითხვაზე, მოსალოდნელია თუ არა, აღნიშნულთან დაკავშირებით, უახლოეს მომავალში, საკანონმდებლო ინიციატივის მომზადება, ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ ჯერჯერობით, ამაზე საუბარი ნაადრევია.

„ამაზე ჯერჯერობით არის ნაადრევი საუბარი, თუმცა, პრობლემის იდენტიფიცირებაში ალბათ, ვართ ყველა ერთიანი, როგორც პატრიარქი, საპატრიარქო, ასევე, პოლიტიკური სპექტრის სხვადასხვა წარმომადგენლები, საზოგადოების წარმომადგენლები.
ყველასთვის, ბუნებრივია, მიუღებელია ის ცილისწამება, შეურაცხყოფა. ე.წ. ყალბი ინფორმაცია, „ფეიქ ნიუსები“, ასევე, მით უმეტეს, ბილწსიტყვაობა, რაც ჩვენ გვესმის, პრაქტიკულად, უკვე ყოველდღიურ რეჟიმში, მედიასივრცე იქნება ეს თუ სოციალური ქსელები თუ ნებისმიერი სხვა საზოგადოებრივი სივრცე, ეს არის ჩვენთვის, ბუნებრივია, მიუღებელი. რა ზომები შეიძლება იქნას ამის წინააღმდეგ მიღებული, შეიძლება თუ არა, რამე გაკეთდეს კანონმდებლობის დონეზე, სხვა სახით - ამაზე, ბუნებრივია, საჭიროა მსჯელობა და ამ მსჯელობის საფუძველზე უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

მისი თქმით, ეს საკითხი ყველას აწუხებს და ამ პრობლემას ანალიზი სჭირდება.

ირაკლი კობახიძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ გამოხატვის თავისუფლება უზენაესია და ის გაუმართლებელი ფორმით არ უნდა შეიზღუდოს. თუმცა, მისივე თქმით, გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში, კანონმდებლობის ნაწილში, შეიძლება ზომების მიღება. პარლამენტის თავმჯდომარე არ გამორიცხავს რომ აღნიშნულთან დაკავშირებით, გადაწყვეტილება საგაზაფხულო სესიაზეც იყოს მიღებული.

„ეს აწუხებს ყველას. ეს აწუხებს, რა თქმა უნდა, პატრიარქს, პრეზიდენტს, თითოეულ ჩვენგანს. ეს არის მოცემულობა, ეს არის პრობლემა და ბუნებრივია, პრობლემას სჭირდება დაფიქრება. დაფიქრება არის საჭირო იმაზე, თუ როგორ უნდა მოგვარდეს პრობლემა. რა თქმა უნდა, ჩვენთვის უზენაესია გამოხატვის თავისუფლება და არავითარ შემთხვევაში, გაუმართლებელი ფორმით არ უნდა შეიზღუდოს და არ უნდა შეილახოს გამოხატვის თავისუფლება. გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში, რაც კი ზომა შეიძლება იყოს მიღებული, მათ შორის, კანონმდებლობის ნაწილში შეიძლება ზომების მიღება და ნებისმიერი სხვა ფორმით, უფრო, რა თქმა უნდა, საუბარი შეიძლება იყოს კანონმდებლობაში ცვლილებაზე. ფიქრის დაწყება ახლავეა, ბუნებრივია, საჭირო, მუშაობის დაწყებაც. რა თქმა უნდა, შეიძლება, არ გამოვრიცხავ, რომ თუნდაც, საგაზაფხულო სესიაზე რაიმე გადაწყვეტილება იქნას მიღებული. არის პრობლემა, პრობლემას სჭირდება ანალიზი, ანალიზის შემდეგ არის საჭირო მოქმედება, თუმცა, დღეს, ბუნებრივია, კონკრეტულს დღეს ვერაფერს ვერ გეტყვით“,- განუცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ ჟურნალისტებს.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა
ინტერვიუ
ექსკლუზიური ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: სიტუაცია ძალიან რთულია და სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს დიდი შესაძლებლობები წინ აღვუდგეთ ამ პროცესს
13:15 28.02.2019
ბაქოში მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ინტერვიუ მისცა აზერბაიჯანის სახელმწიფო
ინტერვიუ
ინტერვიუ რუსეთში ნატოს ყოფილ წარმომადგენელთან: ტრამპმა მითითება გასცა, რომ ალიანსში საქართველოსა და უკრაინის მიღების მიზნით გამოსავალი იპოვონ
14:19 15.02.2019
ნატოს ექს-წარმომადგენელი რუსეთში ჰარი ტაბახი უკრაინული გამოცემა «Апостроф»-ის კორესპონდენტის ეკატერინე
ინტერვიუ
ინტერვიუ გენერალ ბენ ჰოჯესთან: საქართველოს 20% ოკუპირებულია, მაგრამ ნატოს მისთვის წევრობის შეთავაზებისთვის პრეცედენტი აქვს... და ეს გერმანიაა
13:01 12.02.2019
შავი ზღვის უსაფრთხოება აღმოსავლეთ ევროპის სტაბილურობის ერთ-ერთი საფუძველია. უკრაინაში რუსეთის აგრესიის
ინტერვიუ
ინტერვიუ აზერბაიჯანის ტურიზმის ასოციაციის ხელმძღვანელთან: საქართველოს წარმატება ტურიზმის სფეროში ჩვენთვისაც სასარგებლოა
17:08 03.02.2019
ინტერვიუში აზერბაიჯანის ტურიზმის ასოციაციის თავმჯდომარე ნაჰიდ ბაგიროვი ჟურნალისტ ლეილა მურადს
ინტერვიუ
ინტერვიუ
ინტერვიუ ილჰამ ალიევთან: საქართველოს შავი ზღვის ნავსადგურების ნაცვლად ევროპაში ტვირთების სახმელეთო გზით გაგზავნა უფრო ეკონომიური და სწრაფია
15:09 23.01.2019
აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა, შვეიცარის ქალაქ დავოსში მიმდინარე მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე
ინტერვიუ