მამუკა მდინარაძე: გედევან ფოფხაძის შემთხვევაში ადგილი ჰქონდა გამოწვევას და არა გარიცხვას
მამუკა მდინარაძე: გედევან ფოფხაძის შემთხვევაში ადგილი ჰქონდა გამოწვევას და არა გარიცხვას
15:37 03.01.2019
პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, ფრაქციას დეპუტატი გედევან ფოფხაძე იურიდიულ საკითხთა კომიტეტიდან არ გაურიცხავს და მხოლოდ გამოწვევის ფაქტს ჰქონდა ადგილი.

როგორც მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ფრაქციის გადაწყვეტილებას საფუძვლად ის დაედო, რომ გედევან ფოფხაძის კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილედ დანიშვნა გუნდთან შეთანხმებული არ იყო.


„ეს გადაწყვეტილება გამომდინარეობდა იქიდან, რომ ფოფხაძის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეობის საკითხი არ იყო გუნდთან შეთანხმებული. ამასთან, დაირღვა რეგლამენტი და მისი პროცედურები.
სწორედ ამიტომ მიიღო ფრაქციამ ეს გადაწყვეტილება.

ჩვენ გამოვნახეთ ყველაზე რბილი ფორმა, რაც შეიძლება ამ შემთხვევაში გამონახულიყო იმ შეუთანხმებლობის საპასუხოდ, რაზეც უკვე ვისაუბრე“-განაცხადა მდინარაძემ.


ბეჭდვა