გედევან ფოფხაძე იურიდიული კომიტეტიდან გაიწვიეს
გედევან ფოფხაძე იურიდიული კომიტეტიდან გაიწვიეს
13:29 03.01.2019
ფრაქცია „ქართულმა ოცნებამ“ პარლამენტის იურიდიული კომიტეტიდან დეპუტატი გედევან ფოფხაძე გაიწვია.

გედევან ფოფხაძე აღნიშნული კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილედ სულ რამდენიმე დღის წინ აირჩიეს.

„ფრაქციამ მიიღო გადაწყვეტილება, გამომიწვიოს იურიდიული კომიტეტიდან. შესაბამისად, მე აღარ ვიქნები იურიდიული კომიტეტის წევრი ფრაქციის სახელით და ვერც ვერანაირ თანამდებობას ვეღარ დავიკავებ კომიტეტში. ფრაქციის ამ გადაწყვეტილების გაპროტესტებას არ ვაპირებ.

მთავარია არა ის, ვინ იქნება კომიტეტის თავმჯდომარე ან მოადგილე, არამედ ის, თუ როგორ ჩაატარებს პარლამენტი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცესს. ეს არის პრინციპული, თორემ მე საერთოდაც რომ არ ვიყო პარლამენტის წევრი, ამით პარლამენტი არ დაზარალდება“, - განაცხადა გედევან ფოფხაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

ბეჭდვა