logo2
logo2
logo2
არქივი
logo2
logo2
მამუკა ბახტაძე: ჩვენ ვაფასებთ იაპონიის უმნიშვნელოვანეს მორალურ და მატერიალურ თანადგომას
მამუკა ბახტაძე: ჩვენ ვაფასებთ იაპონიის უმნიშვნელოვანეს მორალურ და მატერიალურ თანადგომას
09:46 07.12.2018
ჩვენ დიდად ვაფასებთ იაპონიის და იაპონელი ხალხის უმნიშვნელოვანეს მორალურ და მატერიალურ თანადგომას, რომელსაც წლების განმავლობაში, განსაკუთრებული წვლილი შეაქვს საქართველოს განვითარების პროცესში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ იაპონიის ეროვნული დღესასწაულის - იმპერატორის დაბადების დღის აღსანიშნავად გამართულ მიღებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საქართველო და იაპონია მეგობარი ქვეყნები არიან და საამაყოა, რომ იაპონია საქართველოს ერთგული და სანდო პარტნიორია.

„გასულ წელს ჩვენ აღვნიშნეთ საქართველოს და იაპონიას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან 25 წლისთავი. სასიხარულოა, რომ, ამ შედარებით ხანმოკლე პერიოდში, ჩვენ შევძელით მნიშვნელოვანი და ხელშესახები შედეგების მიღწევა. დარწმუნებული ვარ, რომ არსებული მეგობრული და ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობა კვლავაც გაღრმავდება ყველა მიმართულებით" - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა ბოლო პერიოდში გააქტიურებულ ორმხრივ ურთიერთობებს და აღნიშნა, რომ თანამშრომლობა ვითარდება როგორც სავაჭრო-ეკონომიკურ, ისე კულტურის, განათლების და ტურიზმის სფეროებში.

„წარმატებით ჩავატარეთ უმნიშვნელოვანესი მოლაპარაკებები „ორმხრივ საინვესტიციო შეთანხმებასთან" დაკავშირებით, რომელიც დარწმუნებული ვარ, ახალ დონეზე გადაიყვანს ჩვენს სავაჭრო ურთიერთობებს. ძალიან გვიხარია, თუ როგორ ვითარდება ხალხებს შორის ურთიერთობები, ასევე საქართველოსა და იაპონიას შორის ურთიერთობა განათლების, კულტურის, და სპორტის სფეროში. დარწმუნებული ვარ, 2019 წელს საქართველო იაპონიაში შეძლებს მოახდინოს დემონსტრირება, თუ როგორი მიღწევების მქონე სპორტული ერი ვართ", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

მთავრობის მეთაურის თქმით, წელს განსაკუთრებული მოვლენა იყო იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი ოფიციალური ვიზიტი საქართველოში. მამუკა ბახტაძის განცხადებით, საქართველო მიესალმება იაპონიის მთავრობის ხედვას რეგიონის მიმართ და მყარად უჭერს მხარს იაპონიის გააქტიურებას „კავკასიის ინიციატივის" ფარგლებში.

„არ შემიძლია განსაკუთრებული სიამაყით არ გამოვარჩიო პირველი ქართველი ოძეკის, ტოჩინოშინის 2018 წლის მიღწევები, რამაც კიდევ უფრო დააახლოვა ჩვენი ორი ერი. ტოჩინოშინის წარმატებამ საქართველოს მიმართ იაპონელების მაღალი დაინტერესება და პატივისცემა გამოიწვია, საქართველოსთვის კი, უფრო ახლობელი გახდა იაპონია. ამ მაგალითით თვალსაჩინოა, თუ რამხელა მნიშვნელობას ატარებს თითოეული ადამიანის წვლილი ქვეყნებს შორის ურთიერთობების განვითარებაში", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერ-მინისტრმა იაპონიის ელჩს საქართველოში, ტადაჰარუ უეჰარას, ორი მეგობარი ქვეყნის კიდევ უფრო დაახლოებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა და იმედი გამოთქვა, რომ საქართველო-იაპონიის თანამშრომლობა ერთობლივი ძალისხმევით მომდევნო წლებში კიდევ უფრო გაღრმავდება და ხელს შეუწყობს ქვეყნების მშვიდობიან და სტაბილურ განვითარებას.

საზეიმო მიღებას საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის და საერთაშორისო ორგანიზაციების, ხელისუფლების, მედიის და კულტურის სფეროს წარმომადგენლები დაესწრნენ.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა
ინტერვიუ
ექსკლუზიური ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: სიტუაცია ძალიან რთულია და სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს დიდი შესაძლებლობები წინ აღვუდგეთ ამ პროცესს
13:15 28.02.2019
ბაქოში მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ინტერვიუ მისცა აზერბაიჯანის სახელმწიფო
ინტერვიუ
ინტერვიუ რუსეთში ნატოს ყოფილ წარმომადგენელთან: ტრამპმა მითითება გასცა, რომ ალიანსში საქართველოსა და უკრაინის მიღების მიზნით გამოსავალი იპოვონ
14:19 15.02.2019
ნატოს ექს-წარმომადგენელი რუსეთში ჰარი ტაბახი უკრაინული გამოცემა «Апостроф»-ის კორესპონდენტის ეკატერინე
ინტერვიუ
ინტერვიუ გენერალ ბენ ჰოჯესთან: საქართველოს 20% ოკუპირებულია, მაგრამ ნატოს მისთვის წევრობის შეთავაზებისთვის პრეცედენტი აქვს... და ეს გერმანიაა
13:01 12.02.2019
შავი ზღვის უსაფრთხოება აღმოსავლეთ ევროპის სტაბილურობის ერთ-ერთი საფუძველია. უკრაინაში რუსეთის აგრესიის