logo2
logo2
logo2
არქივი
« თებერვალი 2019 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28
დავით ზალკალიანი ეუთო-ს საგარეო საქმეთა მინისტრთა საბჭოს სხდომაში მონაწილეობს
დავით ზალკალიანი ეუთო-ს საგარეო საქმეთა მინისტრთა საბჭოს სხდომაში მონაწილეობს
09:41 06.12.2018
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ეუთო-ს საგარეო საქმეთა მინისტრთა საბჭოს 25-ე სესიაში მონაწილეობს, რომელიც მიმდინარე წლის 6-7 დეკემბერს ქალაქ მილანში მიმდინარეობს.

საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელი ეუთო-ს მინისტერიალის ფარგლებში პლენარულ სესიაზე სიტყვით გამოვა. საკუთარ გამოსვლაში დავით ზალკალიანი ყურადღებას გაამახვილებს რუსეთ-საქართველოს კონფლიქტზე, საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილ მძიმე მდგომარეობაზე, როგორც ადამიანის უფლებების დაცვის, ასევე უსაფრთხოების თვალსაზრისით.

აღსანიშნავია, რომ ეუთო-ს მინისტთა საბჭოს სხდომაზე, ასევე, საქართველოს მეგობართა ჯგუფის ერთობლივ განცხადებას მიიღებენ, რომელიც, ასევე, საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციასა და მის თანმდევ შედეგებს შეეხება. საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელის შეფასებით, ეუთო-ს ფარგლებში საქართველოს მეგობართა ჯგუფი უმნიშვნელოვანეს ფორმატს წარმოადგენს იმისათვის, რომ საქართველოს საკითხი, მიუხედავად რუსეთის წინააღმდეგობისა, ორგანიზაციის დღის წესრიგში კვლავ აქტიურად იდგეს.

„ეუთო-ს მინისტერიალს ჩვენ იმისთვის გამოვიყენებთ, რომ საქართველოს წინაშე არსებული გამოწვევები, კერძოდ უსაფრთხოების კუთხით და ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი სიტუაცია ადეკვატურად შეფასებული იყოს. მოგეხსენებათ, რომ ეუთო-ს მინისტერიალზე უკვე წლებია რუსეთის ფედერაციის არაკონსტრუქციული დამოკიდებულების გამო საქართველოსთან დაკავშირებით დეკლარაციის მიღება ვერ ხერხდება, რადგან ეუთო-ში კონსესუსის პრინციპი მოქმედებს, თუკი ერთი ქვეყანა წინააღმდეგია გადაწყვეტილება არ არის მიღებული, ამიტომ ჩვენ ამ პრობლემასთან გამკლავება მუდმივად გვიხდება. უკვე რამდენიმე წელია ეუთო-ში საქართველოს მეგობარი ქვეყნების ჯგუფის ფორმატი არსებობს, სწორედ ამ ჯგუფში ვცდილობთ, რომ ჩვენთვის აქტუალური საკითხების შეფასება მოხდეს. ბუნებრივია, წელსაც ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი საქმიანობა არის განხორციელებული. მოლოდინი გვაქვს, რომ საქართველოს მეგობარი ქვეყნების ჯგუფის მიერ შესაბამისი განცხადება იქნება მიღებული, სადაც ყველა ეს პრობლემა ადეკვატურად ასახული იქნება,“ - აღნიშნა საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

აღსანიშნავია, რომ ეუთო-ს მინისტრთა საბჭოს სხდომის ფარგლებში გაიმართება სუამის მინისტერიალი და ასევე პირველად გაიმართება სუამი-კანადის ფორმატით შეხვედრა, რა დროსაც მონაწილეები მიიღებენ ერთობლივ განცხადებას.

დავით ზალკალიანი, ასევე, შეხვედრებს ეუთო-ს სხვადასხვა ინსტიტუტების წარმომადგენლებთან და კოლეგა მინისტრებთან გამართავს. მათ შორის შეხვდება ორგანიზაციის გენერალურ მდივანს, ტომას გრემინგერს, ODIHR-ის დირექტორს, დინგიბიორგ გისლადოტირის და ჟენევის მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებს რუდოლფ მიხალკას, ჯიჰან სულთანოღლუს და ტოივო კლაარს.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ინტერვიუ რუსეთში ნატოს ყოფილ წარმომადგენელთან: ტრამპმა მითითება გასცა, რომ ალიანსში საქართველოსა და უკრაინის მიღების მიზნით გამოსავალი იპოვონ
14:19 15.02.2019
ნატოს ექს-წარმომადგენელი რუსეთში ჰარი ტაბახი უკრაინული გამოცემა «Апостроф»-ის კორესპონდენტის ეკატერინე
ინტერვიუ
ინტერვიუ გენერალ ბენ ჰოჯესთან: საქართველოს 20% ოკუპირებულია, მაგრამ ნატოს მისთვის წევრობის შეთავაზებისთვის პრეცედენტი აქვს... და ეს გერმანიაა
13:01 12.02.2019
შავი ზღვის უსაფრთხოება აღმოსავლეთ ევროპის სტაბილურობის ერთ-ერთი საფუძველია. უკრაინაში რუსეთის აგრესიის
ინტერვიუ
ინტერვიუ აზერბაიჯანის ტურიზმის ასოციაციის ხელმძღვანელთან: საქართველოს წარმატება ტურიზმის სფეროში ჩვენთვისაც სასარგებლოა
17:08 03.02.2019
ინტერვიუში აზერბაიჯანის ტურიზმის ასოციაციის თავმჯდომარე ნაჰიდ ბაგიროვი ჟურნალისტ ლეილა მურადს
ინტერვიუ
ინტერვიუ
ინტერვიუ ილჰამ ალიევთან: საქართველოს შავი ზღვის ნავსადგურების ნაცვლად ევროპაში ტვირთების სახმელეთო გზით გაგზავნა უფრო ეკონომიური და სწრაფია
15:09 23.01.2019
აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა, შვეიცარის ქალაქ დავოსში მიმდინარე მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე
ინტერვიუ
ინტერვიუ
ინტერვიუ თეოლოგ გურამ ლურსმანაშვილთან: უკრაინის საკითხი ყველა ავტოკეფალური ეკლესიისთვის ლუსტრაციაა
14:45 25.12.2018
უკრაინაში ახალი ერთიანი მართლმადიდებელი ეკლესიის დაფუძნებისა და კიევისა და
ინტერვიუ
მიხეილ სააკაშვილი ებრაელი და ქართველი „აფერისტების“ შესახებ ისრაელის ტელეარხის ეთერში
11:20 12.12.2018
მიხეილ სააკაშვილი ძალიან ემოციური პიროვნებაა და ხშირად მწვავე გამონათქვამებს უშვებს: მაგალითად, მან