logo2
logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2019 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31
logo2
logo2
დიმიტრი ცქიტიშვილმა სექსუალური შევიწროების პრევენციისა და მისი დაძლევის საკითხებზე გაეროს თემატური ჯგუფის მაღალი დონის შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო
დიმიტრი ცქიტიშვილმა სექსუალური შევიწროების პრევენციისა და მისი დაძლევის საკითხებზე გაეროს თემატური ჯგუფის მაღალი დონის შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო
15:44 30.11.2018
საქართველოს პარლამენტისა და პარლამენტის გენდერულ თანასწორობის საბჭოს წევრმა, დიმიტრი ცქიტიშვილმა სექსუალური შევიწროების პრევენციისა და მასზე რეაგირების შესახებ გაეროს თემატური ჯგუფის მაღალი დონის შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო.

„სექსუალური შევიწროება ერთ-ერთი ყველაზე ფარული, მაგრამ ყველაზე გავრცელებული ძალადობის ფორმაა. ის საკმაოდ მძიმე ტრავმის მომტანია ადამიანისთვის და ამიტომაც მნიშვნელოვანია, რომ მოხდეს სწორი შეფასება. რაც უფრო ჩავუღრმავდებით ამ საკითხს, მით უფრო მეტ მასშტაბებს დავინახავთ ამ პრობლემის და ბუნებრივია, რომ საჭიროა გარკვეული ქმედებები ამასთან დაკავშირებით“, - განაცხადა დიმიტრი ცქიტიშვილმა სიტყვით გამოსვლისას.

პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, დიმიტრი ცქიტიშვილის თქმით, სექსუალური შევიწროების პრობლემის მოსაგვარებლად მნიშვნელოვანია საკანონმდებლო ჩარჩოს შემუშავება, თუმცა განსაკუთრებული ყურადღება უნდა გამახვილდეს, აგრეთვე, საზოგადოებრივ ცნობიერებაზე, რომელიც ასეთ ქმედებებს გარკვეულ ლეგიტიმაციას აძლევს.

„კანონი საშუალებას მოგვცემს ვმართოთ ეს პრობლემა, თუმცა კანონი თავისთავად ვერ მოახდენს ყველაფრის პრევენციას და ამაზე დამატებით ძალიან მასშტაბური საქმიანობა გვექნება გასაწევი. საჭიროა მეტი ჩართულობა, ბევრი საუბარი, მათ შორის ოპონენტებთან, რაც კანონპროექტის პარლამენტში განხილვების დროს დაიწყება. კანონპროექტის შემუშავებაში ჩართული იყო შინაგან საქმეთა სამინისტრო და სახალხო დამცველი, რაც მოგცემს ამ კანონის მაღალ ლეგიტიმაციას და უფრო ქმედითს და ეფექტურს გახდის მას“, - განაცხადა დიმიტრი ცქიტიშვილმა.

მისივე განმარტებით, საკანონმდებლო ცვლილებები შედის „შრომის კოდექსში“, „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონში და „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“. სამივე კანონში გაჩნდება კონკრეტული დეფინიცია, რა არის „სექსუალური შევიწროება“. როგორც დიმიტრი ცქიტიშვილმა განაცხადა, მომზადებული ცვლილებებით სახალხო დამცველს ეძლევა მნიშვნელოვანი მანდატი იმისთვის, რომ სამუშაო ურთიერთობებში განახორციელოს მონიტორინგი, გასცეს რეკომენდაცია და რეკომენდაცია იყო სავალდებულო.

შეხვედრის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს: პრემიერ-მინისტრის თანაშემწემ ადამიანის უფლებათა და გენდერული თანასწორობის დაცვის საკითხებში, გენდერული თანასწორობისა და ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათაშორისი კომისიის თავმჯდომარემ სოფო ჯაფარიძემ, საქართველოს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ, გაეროს მუდმივმა კოორდინატორმა საქართველოში ლუიზა ვინტონმა, საქართველოში შვედეთის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩმა ულრიკ ტიდესტრომმა, ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელმა საქართველოში კრისტიან ურსემ და დემოკრატიის, მმართველობისა და სოციალური განვითარების ოფისის (USAID) დირექტორმა ადამ შმიტმა.

შეხვედრა გაიმართა გაეროს გენდერის თემატური ჯგუფის მიერ, გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და USAID/PROLOG-ის მხარდაჭერით.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა
ინტერვიუ
ექსკლუზიური ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: სიტუაცია ძალიან რთულია და სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს დიდი შესაძლებლობები წინ აღვუდგეთ ამ პროცესს
13:15 28.02.2019
ბაქოში მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ინტერვიუ მისცა აზერბაიჯანის სახელმწიფო
ინტერვიუ
ინტერვიუ რუსეთში ნატოს ყოფილ წარმომადგენელთან: ტრამპმა მითითება გასცა, რომ ალიანსში საქართველოსა და უკრაინის მიღების მიზნით გამოსავალი იპოვონ
14:19 15.02.2019
ნატოს ექს-წარმომადგენელი რუსეთში ჰარი ტაბახი უკრაინული გამოცემა «Апостроф»-ის კორესპონდენტის ეკატერინე
ინტერვიუ
ინტერვიუ გენერალ ბენ ჰოჯესთან: საქართველოს 20% ოკუპირებულია, მაგრამ ნატოს მისთვის წევრობის შეთავაზებისთვის პრეცედენტი აქვს... და ეს გერმანიაა
13:01 12.02.2019
შავი ზღვის უსაფრთხოება აღმოსავლეთ ევროპის სტაბილურობის ერთ-ერთი საფუძველია. უკრაინაში რუსეთის აგრესიის