logo2
logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2019 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31
logo2
logo2
ირაკლი კობახიძე: დარწმუნებული ვარ, რომ სალომე ზურაბიშვილი ძალიან ღირსეული პრეზიდენტი იქნება
ირაკლი კობახიძე: დარწმუნებული ვარ, რომ სალომე ზურაბიშვილი ძალიან ღირსეული პრეზიდენტი იქნება
14:27 30.11.2018
„მიუხედავად საკმაოდ მძიმე და აგრესიული ფონისა, რომლის შექმნასაც ცდილობდნენ კონკრეტული პოლიტიკური პარტიები, ხელისუფლებამ შეძლო ამ არჩევნების სათანადოდ ჩატარება, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარება და გადაიდგა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული განვითარების მიმართულებით“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

ირაკლი კობახიძემ ამომრჩეველს, სახელისუფლებლო სტრუქტურებს და დამკვირვებლებს მადლობა გადაუხადა.

„მინდა, მადლობა გადავუხადო ამომრჩეველს გამოვლენილი მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობისთვის, მინდა, მადლობა გადავუხადო ყველა სახელისუფლებო სტრუქტურას, განსაკუთრებით, სამართალდამცავ ორგანოებს გამომდინარე იქიდან, რომ სწორედ მათ მუშაობაზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს და სხვა შესაბამისი ორგანოების მუშაობაზე იყო დამოკიდებული ამ არჩევნების მშვიდ გარემოში ჩატარება. მადლობა კიდევ ერთხელ მათ. ასევე, მადლობა მინდა გადავუხადო საარჩევნო ადმინისტრაციას, რომელმაც სათანადოდ შეასრულა თავისი ფუნქციები და უზრუნველყო არჩევნების სათანადო გარემოში ჩატარება. მადლობა მინდა გადავუხადო დამკვირვებლებს, სადამკვირვებლო ორგანიზაციებს“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ირაკლი კობახიძემ ყურადღება ეუთოს რეკომენდაციებზე გაამახვილა და მათ წარმოდგენილი შეფასებისთვის მადლობა გადაუხადა. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, რეკომენდაციების მნიშვნელოვანი ნაწილი იმ ცვლილებებს ეხებოდა, რომლებიც კანონმდებლობაში უნდა განხორციელდეს და რაც პირველ რიგში, პარლამენტის პასუხისმგებლობაა.

„მე განსაკუთრებით ყურადღებით გაეცანი ეუთოს რეკომენდაციებს ამ არჩევნებთან დაკავშირებით. მე მინდა, მათ, ზოგადად, მადლობა გადავუხადო შეფასებისთვის, წარმოდგენილი რეკომენდაციებისთვის. ამ რეკომენდაციების მნიშვნელოვანი ნაწილი ეხებოდა იმ ცვლილებებს, რომლებიც უნდა განხორციელდეს კანონმდებლობაში - ეს არის რა თქმა უნდა, პირველ რიგში, ჩვენი, პარლამენტის პასუხისმგებლობა. პარლამენტმა განსაკუთრებული ყურადღებით უნდა შეასრულოს ეს ფუნქცია და უნდა განვახორციელოთ ის ცვლილებები, რომლებიც არის განსახორციელებელი უკეთესი საარჩევნო გარემოს შესაქმნელად ჩვენს ქვეყანაში. შესაბამისად, ჩვენ შეგვიძლია, აქვე დავდოთ ეს პირობა, რომ ეუთოს შესაბამისი რეკომენდაციები იქნება ზედმიწევნით შესწავლილი და მხედველობაში მიღებული და ჩვენ მივიღებთ შესაბამის ზომებს იმისთვის, რომ ეს ცვლილებები განხორციელდეს ჩვენს კანონმდებლობაში“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დარწმუნებულია, რომ სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის ღირსეული პრეზიდენტი იქნება. ირაკლი კობახიძემ ახლადარჩეულ პრეზიდენტს წარმატებები უსურვა.

„ვულოცავ ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს, საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას. დარწმუნებული ვარ, რომ ის იქნება ძალიან ღირსეული პრეზიდენტი ჩვენი ქვეყნის, მან უნდა ჩამოაყალიბოს ახალი კონსტიტუციური ტრადიცია ჩვენს ქვეყანაში, ის უნდა გახდეს პირველი ზეპარტიული პრეზიდენტი ჩვენს ქვეყანაში და დარწმუნებული ვარ, რომ ქალბატონი სალომე ძალიან დიდ წვლილს შეიტანს ამ ტრადიციის ჩამოყალიბებაში. კიდევ ერთხელ, ვულოცავ ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს და ვუსურვებ წარმატებებს საქართველოს პრეზიდენტის პოსტზე“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა
ინტერვიუ
ექსკლუზიური ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: სიტუაცია ძალიან რთულია და სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს დიდი შესაძლებლობები წინ აღვუდგეთ ამ პროცესს
13:15 28.02.2019
ბაქოში მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ინტერვიუ მისცა აზერბაიჯანის სახელმწიფო
ინტერვიუ
ინტერვიუ რუსეთში ნატოს ყოფილ წარმომადგენელთან: ტრამპმა მითითება გასცა, რომ ალიანსში საქართველოსა და უკრაინის მიღების მიზნით გამოსავალი იპოვონ
14:19 15.02.2019
ნატოს ექს-წარმომადგენელი რუსეთში ჰარი ტაბახი უკრაინული გამოცემა «Апостроф»-ის კორესპონდენტის ეკატერინე
ინტერვიუ
ინტერვიუ გენერალ ბენ ჰოჯესთან: საქართველოს 20% ოკუპირებულია, მაგრამ ნატოს მისთვის წევრობის შეთავაზებისთვის პრეცედენტი აქვს... და ეს გერმანიაა
13:01 12.02.2019
შავი ზღვის უსაფრთხოება აღმოსავლეთ ევროპის სტაბილურობის ერთ-ერთი საფუძველია. უკრაინაში რუსეთის აგრესიის