logo2
logo2
logo2
არქივი
« დეკემბერი 2019 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
logo2
logo2
NDI–ის სადამკვირვებლო მისიამ საარჩევნო გარემო შეაფასა
NDI–ის სადამკვირვებლო მისიამ საარჩევნო გარემო შეაფასა
16:19 29.11.2018
28 ნოემბერს საქართველოს მოქალაქეებმა პრეზიდენტის ბოლო პირდაპირი
არჩევნების მეორე ტურში მიიღეს მონაწილეობა. ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის
(NDI) დელეგაციის დასკვნით, რომელიც პროცესს აანალიზებდა, არჩევნების დღემ ძირითადად
მშვიდ გარემოში ჩაიარა, თუმცა მეორე ტურის წინასაარჩევნო პერიოდი პოლარიზებული იყო
და ძალადობისა და შევიწროების ინციდენტებით ხასიათდებოდა.

“დემოკრატიული მმართველობა საქართველოს ყველაზე ძვირფასი მონაპოვარია,” - განაცხადა
დელეგაციამ. - “ამან ქვეყანა ავტორიტარული მეზობლებისგან გამოარჩია და მას ევროპული და
ევრო–ატლანტიკური ინტეგრაციის შესაძლებლობა მისცა. ამ მონაპოვრის დაკარგვას
განუზომლად დიდი ფასი ექნება. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქვეყნის მომავალი
პოლიტიკური ცხოვრებაც ამ კამპანიის მსგავსად არ წარიმართოს.”

მეორე ტურამდე პერიოდი ძალადობის შემთხვევებით, დაშინების შესახებ ინფორმაციით და
სხვა ისეთი ქმედებებით ხასიათდებოდა, რომელიც საარჩევნო კანონმდებლობის
სულისკვეთებას და - შეიძლება ითქვას - ნორმებს არღვევდა. ორ ტურს შორის კამპანიის
რიტორიკა კიდევ უფრო აგრესიული და მტრული გახდა, შიშის შემცველი მესიჯებითა და
არასტაბილურობის შესახებ მუქარებით. არჩევნებს პრეზიდენტის იდეების, ღირებულებებისა
და ხედვის შესახებ კონსტრუქციული დებატები აკლდა. გამოიკვეთა ბრალდებები
ამომრჩევლის შესაძლო მოსყიდვასთან და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებასთან
დაკავშირებით.

ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების თანახმად, კენჭისყრის დღემ საარჩევნო
უბნების უმეტეს ნაწილში ძირითადად მოწესრიგებულ და მშვიდობიან გარემოში ჩაიარა.

საუბნო საარჩევნო წევრები საკუთარ მოვალეობებს გამჭვირვალედ ასრულებდნენ.
ამომრჩევლის აქტივობამ 56.23 პროცენტი შეადგინა, რაც პირველი ტურის მაჩვენებელს
აღემატება. გამოვლინდა ხმის რამდენჯერმე მიცემის და ხმების დათვლის პროცესის
მანიპულირების ერთეული, თუმცა სერიოზული შემთხვევები - რაც NDI-ის დამკვირვებლების
მიერაც დაფიქსირდა. საარჩევნო ადმინისტრაციას ხმის მიცემისა და დათვლის პროცესში
გამოვლენილი მნიშვნელოვანი დარღვევების სრულყოფილი გამოძიება მართებს.

წინასწარი შედეგების თანახმად, “ქართული ოცნების” მიერ მხარდაჭერილმა დამოუკიდებელმა
კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა ხმების 59.54 პროცენტი, ხოლო 11 ოპოზიციური პარტიის
კოალიციის - “ძალა ერთობაშია” - კანდიდატმა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან” -
გრიგოლ ვაშაძემ - 40.46 პროცენტი მიიღო. ამ შედეგების სიზუსტეს სამართლიანი არჩევნებისა
და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების (ISFED) ხმების პარალელური დათვლის
(PVT) შედეგებიც ადასტურებს, რომლიც მიხედვითაც სალომე ზურაბიშვილმა ხმების 59.1,
ხოლო გრიგოლ ვაშაძემ 40.9 პროცენტი მიიღო. საბოლოო შედეგების გამოცხადებასა და
საჩივრების განხილვამდე დელეგაცია ყველას სიმშვიდისკენ მოუწოდებს.

“2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ, დელეგაცია იმედოვნებს, რომ საქართველოს
მოქალაქეები ამ არჩევნების პოლარიზებულ და ზიანის მომტან პრაქტიკებს უარყოფენ და
უფრო კონსტრუქციული პოლიტიკური გარემოს შექმნაზე იმუშავებენ, სადაც კონკურენტებს
თანაბარ პირობებში პაექრობისა და მოქალაქეთა ინტერესების ამსახველი განსხვავებული
პოლიტიკური ხედვების წარმოდგენის საშუალება ექნებათ,” - განაცხადა დელეგაციამ.
დღეს გამოქვეყნებულ ანგარიშში, დეგელაცია 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის
შემდეგ რეკომენდაციებს გასცემს:

 ძალადობის დაფიქსირებული შემთხვევები გულდასმით და სწრაფად უნდა იყოს
გამოძიებული და დამნაშავეები დროულად უნდა დაისაჯონ, რათა ამით მსგავს
შემთხვევებზე ნულოვანი ტოლერანტობის ძლიერი და ცალსახა გზავნილი იქნას
გაგზავნილი;

 ამომრჩევლების ნდობის მოპოვებისა და დემოკრატიულ პროცესებისადმი რწმენის
განმტკიცებისთვის პარტიებმა კონსტრუქციული და საკითხებზე ორიენტირებული
პლატფორმები უნდა შეიმუშავონ;

 პოლიტიკური და საარჩევნო პროცესების გაუმჯობესების მიზნით, პოლარიზაციასა და
უნდობლობის საპასუხოდ მთავრობამ ისეთი ფორმატის ჩამოყალიბებაზე უნდა იფიქროს,
სადაც სამთავრობო სტრუქტურებს, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და პოლიტიკურ
პარტიებს შორის დიალოგი და შეთანხმება მოხდება;

 მედია გარემოს პოლარიზაციის საპასუხოდ, მნიშვნელოვანია ნაბიჯების გადადგმა, რომ
შეიცვალოს მოტივაციის სისტემა და მეტი ძალისხმევა ჩაიდოს ჟურნალისტიკის
გაუმჯობესებაში. საერთაშორისო დონორებმა რეგიონული მედიისა და დამოუკიდებელი
მაუწყებლების მხარდაჭერის გაზრდა უნდა განიხილონ;

 პარლამენტმა უნდა გააძლიეროს მამხილებლების დაცულობა, რათა შევიწროების
მსხვერპლნი ღიად საუბრისკენ წაახალისოს. მნიშვნელოვანია 2020 წლის არჩევნებამდე ამ
საკითხებზე სამართალდამცავი ორგანოებისა და სადამკვირვებლო ჯგუფების
თანამშრომლობის გაუმჯობესება;

 პარლამენტმა უნდა ითანამშრომლოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურთან და მისი
საქმიანობის ეფექტიანობის გაუმჯობესების მიზნით საკმარისი ფინანსური რესურსი უნდა
გამოუყოს; ასევე უნდა შემუშავდეს საკანონმდებლო ცვლილებები შემდეგ საკითხებზე:
შემოწირულობის რეგულაციების დახვეწა, რომელიც პარტიებთან ან საარჩევნო
სუბიექტებთან არააფილირებულ შემომწირველებს მათ შემოწირულობასთან დაკავშირებით
ანგარიშვალდებულს გახდის; და აუდიტის სამსახურის უფლებამოსილების გაზრდა, რაც
მას გამოძიების ჩატარების, მათ შორის - გამოუცხადებლობის შემთხვევაში სანქციების
დაკისრების საშუალებას მისცემს.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა