მამუკა ბახტაძე: ჩვენს წინაშე არსებობს პრობლემები და ის ერთობლივი ძალისმევით უნდა დავძლიოთ
მამუკა ბახტაძე: ჩვენს წინაშე არსებობს პრობლემები და ის ერთობლივი ძალისმევით უნდა დავძლიოთ
10:09 29.11.2018
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის განცხადებით, საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების მიხედვით, საქართველომ კიდევ ერთხელ დაამტკიცა რომ ქვეყანაში შემდგარი დემოკრატიაა.

მან ამომრჩევლებს მხარდაჭერისთვის განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა.

მისივე თქმით, საქართველოს უამრავი გამოწვევა და პრობლმებაა აქვს, რომლებიც ერთობლივი ძალისხმევით უნდა გადაილახოს.

„საქართველომ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ საქართველო არის შემდგარი დემოკრატია. მე მინდა ყველა ამომრჩეველს განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო. იცით, რომ აქტივობა საკმაოდ მაღალი იყო და ამასთან ერთად მე ისიც განვაცხადე, რომ ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილები მივიღეთ თითოეულმა ჩვენგანმა, როგორც პირველ ტურში, ასევე მეორე ტურში. საქართველოს აქვს უამრავი გამოწვევა. ჩვენს წინაშე არსებობს პრობლემები და ის ერთობლივი ძალისმევით უნდა გადავლახოთ და დავძლიოთ,“ - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
ბეჭდვა